იურიდიული პირების მომსახურება

ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია კლიენტებთან გრძელვადიან ურთიერთობაზე. ჩვენ გთავაზობთ მარტივ და საიმედო მომსახურებას.

მიმდინარე ანგარიშები

იშ ბანკის ფილიალებში თქვენ შეგიძლიათ გახსნათ მიმდინარე ანგარიშები სხვადასხვა ვალუტაში (თურქული ლირა, ქართული ლარი, აშშ დოლარი, ევრო), განათავსოთ და გაანაღდოთ ნებისმიერი თანხა. ბანკომატების მეშვეობით განკარგოთ პლასტიკურ ბარათებზე მიმაგრებული ანგარიშები.

სადეპოზიტო ანგარიშები

სადეპოზიტო ანგარიშები ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით:

თქვენ შეგიძლიათ იშ ბანკის ფილიალებში გახსნათ ყოველდღიური, ყოველკვირეული, ერთთვიანი ან სამთვიანი ანაბარი მაღალი საპროცენტო სარგებლით. ვადის ბოლოს თქვენ მიიღებთ საკუთარ თანხას ნამატით ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად.

ბიზნეს სესხები

იშ ბანკის ფილიალები ემსახურება როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს - მსხვილ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადასახადის თითოეული გადამხდელი ბიზნეს სუბიექტი ჩვენი პოტენციური კლიენტია.

ჩვენი მომსახურება მიმართულია კლიენტების მოთხოვნილებების უზრუნველყოფასა და საბანკო პროდუქტების მოხმარების სიმარტივეზე. ჩვენი მიზანია კლიენტებთან ნდობაზე დაფუძნებული გრძელვადიანი თანამშრომლობა და ომხრივად სასარგებლო ურთიერთობა.

ავტო სესხები

იშ ბანკის ფილიალები გთავაზობთ თქვენი კომპანიის საქმიანობისათვის საჭირო ავტოტრანსპორტის შეძენას ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთითა და პირობებით. მაქსიმუმ 5 წლის მეორადი ავტომობილების შესაძენად შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ფილიალებს.

  • ახალი ან მაქსიმუმ 5 წლის მეორადი ავტომობილები.
  • ხელსაყრელი პირობები ჩვენს პარტნიორ საავტომობილო დილერებთან

ავტო სესხის გაცემის პირობები:

  • მეორად ავტომობილებზე სესხის ოდენობა განისაზღვრება შესაძენი ავტომობილის ღირებულების 50%-ით.
  • ლიმიტი: მინიმუმ 5.000 აშშ დოლარი, მაქსიმუმ 50.000 აშშ დოლარი (ან მისი ეკვივალენტი ლარში/ევროში).
  • მაქსიმალური ვადა : 36 თვე
  • წლიური საპროცენტო განაკვეთი: 14%-დან
  • გარანტია: შესაძენი ავტომობილის დაგირავება ან უძრავი ქონების იპოთეკა

ფულის გადარიცხვის ოპერაციები

საზღვარგარეთ ჩვენი ფილიალებისა და საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ და სწრაფად გადარიცხოთ თანხა იშ ბანკიდან. SWIFT-ის სისტემით განახორციელოთ ოპერაციები უცხოურ ვალუტაში, RTGS-ით (დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა) - ადგილობრივ ფულად ერთეულში. ფულადი გადარიცხვები თურქეთის იშ ბანკის ფილიალებსა და ჩვენს ბანკს შორის საიმედო და სწრაფია.

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ლარის, თურქული ლირის, აშშ დოლარის და ევროს ერთეულებში შეგიძლიათ განახორციელოთ ჩვენი კონკურენტული და ხელსაყრელი გაცვლითი კურსით.