ფიზიკური პირების მომსახურება

ჩვენი საბანკო საქმიანობა ორიენტირებულია კლიენტებთან გრძელვადიან, ორმხრივად სასარგებლო საქმიან ურთიერთობებზე, სწრაფ, მარტივ და საიმედო მომსახურებაზე.

მიმდინარე ანგარიშები

იშ ბანკის ფილიალებში თქვენს მიერ გახსნილი თურქული ლირის, ლარის, აშშ დოლარის და ევროს მიმდინარე ანგარიშებზე შეგიძლიათ შეუზღუდავად განათავსოთ ან გაანაღდოთ ნებისმიერი თანხა. ისარგებლოთ პლასტიკური ბარათებით და ბანკომატით მართოთ თქვენი ანგარიშები.

სადეპოზიტო ანგარიშები

სადეპოზიტო ანგარიშები ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით:

იშ ბანკში თქვენ შეგიძლიათ გახსნათ თქვენი ანაბარი მაღალი საპროცენტო განაკვეთით და გაზარდოთ საკუთარი ფულადი სახსრები სადეპოზიტო ანგარიშის გახსნის დღეს ბანკის მიერ დღიური, ყოველკვირეული, ერთთვიანი ან სამთვიანი პერიოდებისათვის განსაზღვრული საპორცენტო განაკვეთებით.

სესხები:

სამომხმარებლო სესხები

თქვენი მიზნების განხორციელებისათვის თქვენ მარტივად შეგიძლიათ გამოიტანოთ სესხი იშ ბანკის ფილიალებიდან.

სამომხმარებლო სესხის გაცემის პირობები:

  • მსესხებლის ასაკი: 23-67 წელი;
  • შემოსავალი, რომელიც საჭიროებს დასაბუთებას: მინიმალური თანხა 500 ლარი (ხელზე ასაღები) ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში/ევროში);
  • ვალუტა: ლარი/აშშ დოლარი/ევრო;
  • საკრედიტო თანხის ოდენობა: მინიმუმ 1.500 ლარი, მაქსიმუმ 40.000 ლარი;
  • ვადა: მაქსიმუმ 36 თვე;
  • წლიური საპროცენტო განაკვეთი : 14%-დან;
  • წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი : 17.36 %-დან
  • გარანტიის სახეები: პირადი თავდებობა, სატრანსპორტო საშუალების დაგირავება ან იპოთეკა;

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ 100 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ლარში

ავტოსესხები

თუ გეგმავთ ახალი ავტომობილის შეძენას ან არსებულის გამოცვლას ეწვიეთ ჩვენი ბანკის ფილიალს ავტოსესხისათვის.

  • მაქსიმუმ 5 წლის მეორადი ავტომობილები;
  • ფართო არჩევანი ჩვენ პარტნიორ ავტო-დილერებთან.

ავტოსესხის გაცემის პირობები:

  • მეორად ავტომობილებზე სესხის ოდენობა შესაძენი ავტომობილის ღირებულების 50%-მდე;
  • ყოველთვიური შემოსავალი: მინიმუმ 1.000 ლარი (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში/ევროში);
  • საკრედიტო თანხის ოდენობა: მინიმუმი - არ არის განსაზღვრული, მაქსიმუმ 75.000 ლარი
  • მაქსიმალური ვადა: 36 თვე;
  • წლიური საპროცენტო განაკვეთი: 14%-დან;
  • წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი : 22.72 %-დან
  • გარანტია: შენაძენი ავტომობილის დაგირავება ან იპოთეკა;

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ 100 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ლარში

საბინაო სესხები

თუ გსურთ ახალი ბინის შეძენა ან არსებულის გარემონტება მობრძანდით იშ ბანკის ფილიალებში. თქვენი სურვილის და შემოსავლების მიხედვით შემოგთავაზებთ სხვადასხვა ვარიანტს და მოსახერხებელი გადახდის გრაფიკს.

სესხის გაცემის პირობები:

  • მსესხებლის ასაკი : 23-67 წელი;
  • ყოველთვიური შემოსავალი: მინიმუმ 1.000 ლარი (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში/ევროში);
  • საკრედიტო თანხის ოდენობა: მინიმუმ 5.000 ლარი, მაქსიმუმი - 750.000 ლარი;
  • მაქსიმალური ვადა: 120 თვე;
  • წლიური საპროცენტო განაკვეთი: 11%-დან;
  • წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი : 15.05 %-დან
  • იპოთეკა, თავდებობა;

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ 100 000 ლარამდე სესხი მხოლოდ ლარში

ფულის გადარიცხვის ოპერაციები

საზღვარგარეთ ჩვენი ფილიალებისა და საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ და სწრაფად გადარიცხოთ თანხა იშ ბანკიდან. SWIFT-ის სისტემით განახორციელოთ ოპერაციები უცხოურ ვალუტაში, RTGS-ით (დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა) - ადგილობრივ ფულად ერთეულში. ფულადი გადარიცხვები თურქეთის იშ ბანკის ფილიალებსა და ჩვენს ბანკს შორის საიმედო და სწრაფია.

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ლარის, თურქული ლირის, აშშ დოლარის და ევროს ერთეულებში შეგიძლიათ განახორციელოთ ჩვენი კონკურენტული, ხელსაყრელი კურსებით.