ფიზიკური პირების მომსახურება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენი ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კლიენტთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების საკითხს. ეს ბანკის პროფესიული ვალდებულებაცაა და სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. ბანკის შიდა განაწესი და პროცედურები მაქსიმალურად უზრუნველყოფს კლიენტთა პირადი მონაცემების დაცვას.

პირადი ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა არ დაიშვება კლიენტის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც ბანკი ვალდებულია მიაწოდოს ეს ინფორმაცია სათანადო ორგანოებს.

ჩვენ გვაქვს შესაბამისი ელექტრონული და ტექნიკური ბაზა იმისათვის, რომ დაცული იყოს მონაცემთა მთლიანობა, არ მოხდეს არაავტორიზებული წვდომა კლიენტების ინფორმაციაზე, მისი შეცვლა ან განადგურება.

ბანკი უზრუნველყოფს კლიენტთა პირადი ინფორმაციის დაცვას იმ ორგანიზაციების მხრიდანაც, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენს ბანკთან და გვიწევენ გარკვეულ მომსახურებას.

უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პრინციპები დაცულია ბანკის ვებ-გვერდსა და საბანკო მომსახურების სხვა ელექტრონულ არხებზე, მაგრამ ამასთანავე აღვნიშნავთ, ბანკი არ არის პასუხისმგებელი ელექტრონული არხებით (ინტერნეტ-ბანკი, მობილ-ბანკი და სხვ.) თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად მიღებულ შესაძლო მატერიალურ თუ მორალურ ზიანზე.

თქვენს მიერ ბანკისათვის გაზიარებული პირადი ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და სხვ.) გამოყენებული იქნება მხოლოდ აქციების, რეკლამების, ცვლილებებისა და სხვადასხვა სერვისებისა თუ ხელშეკრულების განახლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსაწოდებლად.

თუ თქვენ არ გსურთ ჩვენი ბანკის მიერ ელ-ფოსტით გამოგზავნილი წერილების მიღება, დააჭირეთ ელ-ფოსტის ქვედა გრაფაში განთავსებულ ბმულს - “თუ თქვენ არ გსურთ მიიღოთ საბანკო პროდუქტებთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია“

ჩვენი რეკვიზიტები
სათაო ოფისი: იშქულელერი, 34330 ლევენთი, ბეშიქთაში-სტამბოლი
ტელეფონი: 90(212) 316 00 00
ფაქსი : 90(212) 316 09 00

ჰოსტინგის პროვაიდერი
სს თურქეთის იშ ბანკი

უფლებამოსილი სამეთვალყურეო ორგანო
საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი და სამეთვალყურეო ორგანო (BDDK) საფოსტო მისამართი: საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი და სამეთვალყურეო ორგანო, ათათურქის ბულვარი #191. ბლოკი ბ, 06680 ქავაქლიდერე / ანკარა

ტელეფონი:(312) 455 65 00
ფაქსი : (312) 424 08 79
ვებ მისამართი: www.bddk.org.tr