ვადიანი ანაბარი

განათავსეთ თანხა ვადიან ანაბარზე და მიიღეთ მაღალი სარგებელი

ვადიანი ანაბარი საშუალებას მოგცემთ, შეინახოთ თქვენი დანაზოგი წინასწარ განსაზღვრული ვადით და ამავდროულად მიიღოთ მაღალი სარგებელი.


წლიური საპროცენტო განაკვეთი, სარგებლის ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში

ვადა/თანხა < 50.000 50.001 - 500.000 > 500.001
1 კვირა  -  - 3.00%
2 კვირა  -  - 3.00%
3 კვირა  -  - 3.50%
1 თვე  -  - 4.00%
3 თვე 6.00% 6.50% 6.50%
6 თვე 6.50% 6.75% 6.75%
9 თვე 7.00% 7.25% 7.25%
12 თვე 7.50% 7.75% 7.75%
18 თვე 8.00% 8.25% 8.25%
24 თვე 8.50% 8.75% 8.75%

სარგებლის ყოველთვიურად გატანის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთს აკლდება 0.5%


პირობები

- ანაბრის გახსნა - უფასო
- ანაბრის ვალუტა - ლარი
- მინიმალური შენატანი - 500 ლარი
- თანხის დამატება ან შემცირება არ არის შესაძლებელი
- დარიცხული პროცენტის გატანა - ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს
- ანაბრის გახსნიდან 3 თვის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარს არ დაერიცხება სარგებელი
- ანაბრის გახსნიდან 3 თვის გასვლის შემდეგ შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარს დაერიცხება ანაბრის პროცენტს მინუს 2%



დეპოზიტების დაზღვევა:
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა  დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge