ჩვენ შესახებ

ინტერნეტ ბანკი

იშ ბანკის საქართველოს ფილიალის ინტერნეტ ბანკი გთავაზობთ მარტივ და უსაფრთხო საბანკო მომსახურებას. თქვენ შეგიძლიათ ადვილად განახორციელოთ თქვენი ფინანსური ოპერაციები კვირის 7 დღეს 24 საათის განმავლობაში.

გამოყენება

პირველ რიგში თქვენ უნდა გახდეთ იშ ბანკის კლიენტი. თქვენ შეძლებთ ინერნეტ ბანკში შესვლას მომხმარებლის ნომრის, პაროლის და სისტემაში დარეგისტრირებულ მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი დასტურის კოდის შეყვანის მეშვეობით. თქვენი სამომხმარებლო ნომრის და პაროლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ბანკის განყოფილებიდან.

ინტერნეტ ბანკის ოპერაციები


ჩემი ანგარიშები


  • ჩემი საბანკო რეკვიზიტები
  • ტრანზაქციების ისტორია
  • ანგარიშის გახსნა

ჩემი სესხები


  • ინფორმაცია სესხების შესახებ

ფულადი გადარიცხვები


  • თურქეთში ჩვენი ბანკის ფილიალებში
  • საქართველოში ჩვენი ბანკის ფილიალებში
  • საქართველოს სხვა ბანკებში

პოს ტერმინალი


  • ოპერაციები პოს ტერმინალით
  • მოძრაობა დაბლოკილ ანგარიშზე

მომართვები


  • ციფრული პაროლის შეცვლა
  • ინფორმაცია ანგარიშზე არასწორი შესვლის შესახებ
  • შეცვალე მისალმების მესიჯი
  • შეზღუდვები ოპერაციებზე

ბანკომატი (ATM)

იშ ბანკის პლასტიკური ბარათებით ბანკომატიდან (ATM) თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ თანხა თურქეთში ჩვენი ბანკის ფილიალებში გახსნილი, ბარათზე მიბმული, ნებისმიერი მულტისავალუტო ანგარიშიდან.

თანხის გამოტანის დღიური ლიმიტია 1.500 თურქული ლირა, ან მისი ექვივალენტი აშშ დოლარში/ლარში.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ უნდა მოვიქცე პლასტიკური ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში?

აკრიფეთ ჩვენი ფილიალის ნომერი +90 850 724 0 724, დააჭირეთ ღილაკს “1”, დაუკავშირდით კლიენტთა მომსახურების ცენტრს და დააბლოკინეთ ბარათი.

როგორ უნდა ვიმოქმედოთ პლასტიკური ბარათის ბანკომატში (ATM) გაჭედვის შემთხვევაში?

ბანკომატში (ATM) ბარათის გაჭედვის შემთხვევაში ყურადღებით წაიკითხეთ ეკრანზე გამოსახული გამაფრთხილებელი მესიჯები. ხელმეორედ არ შეიყვანოთ პინ კოდი. თუ ბარათი არ დაგიბრუნდებათ უკან, დარეკეთ ჩვენს ფილიალში შემდეგ ნომერზე +90 850 724 0 724, დააჭირეთ ღილაკს “1”, დაუკავშირდით კლიენტთა მომსახურების ცენტრს და დააბლოკინეთ ბარათი.

არ მიიღოთ უცნობი პირების მიერ შემოთავაზებული დახმარება.

როგორ უნდა ვიმოქმედო ოპერირების დროს ბანკომატის (ATM) მწყობრიდან გამოსვლის ან დენის გათიშვის შემთხვევაში?

ბანკომატის მწყობრიდან გამოსვლის ან დენის გათიშვის შემთხვევაში სისტემა აკავებს თქვენს ბარათს. დაუკავშირდით ჩვენს ფილიალს შემდეგ ნომერზე +90 850 724 0 724, დააჭირეთ ღილაკს “1” და კლიენტთა მომსახურების ცენტრს შეატყობინეთ ბარათის დაკავების შესახებს.

შემიძლია თუ არა პლასტიკური ბარათით გამოვიტანო თანხა ჩემი სხვა ანგარიშებიდან?

პლასტიკური ბარათების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ თანხა თურქეთში ჩვენი ბანკის ფილიალებში გახსნილი მულტისავალუტო ანგარიშებიდან.