ბატონმა ჰ. ემრე ილმაზმა (დაბ. 1972 წელს) 1995 წელს ანკარაში დაამთავრა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტი.
2013 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ამსტერდამის უნივერსიტეტში.
ბატონმა ილმაზმა კარიერა დაიწყო 1996 წლის ივლისში სს თურქეთის იშ ბანკში ინსპექტორთა საბჭოში როგორც ინსპექტორის თანაშემწემ.
ის დაწინაურდა მენეჯერად და თანმიმდევრულად იკავებდა იშ ბანკში შემდეგ პოზიციებს:
- ქეჩიორენ/ანკარა ფილიალის მენეჯერი (2005-2007);
- ამსტერდამის ფილიალის მენეჯერი (2007-2011);
- საზღვარგარეთის საბანკო განყოფილების უფროსი (2011-2014);
- ბაირამფაშა/სტამბული ფილიალის მენეჯერი (2014-2017);
- საცალო საბანკო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი (2017-2019);
- შიშლი/სტამბული კომერციული ფილიალის მენეჯერი (2019-2022).
ბატონი ჰ.ემრე ილმაზ 2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა სს იშბანკი საქართველოს გენერალური დირექტორისა და ქვეყნის მენეჯერის პოზიციაზე.
ის ასევე მუშაობდა საბჭოს წევრად შემდეგ ორგანიზაციებში:
- Arap-Turk ბანკი (A&T Bank) (2011-2014);
- საპენსიო და სადაზღვევო კომპანია Anadolu Hayat (2017-2019);
- იშ ბანკის მენეჯერთა საბჭო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაში (2017-2019);
- Arap-Turk ბანკი (A&T Bank) (2022-2023).
ბატონი ჰ. ემრე ილმაზი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას.
გენერალური დირექტორის მოადგილე
ბატონი ჰუსეინ ქარაბულუთ დაიბადა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბულში 1978 წელს.
ბატონმა ჰუსეინ ქარაბულუთმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში და მაგისტრის ხარისხი ფინანსებში სტამბოლის უნივერსიტეტში.
კარიერა დაიწყო 2001 წელს თურქეთის იშ ბანკში, როგორც ინსპექტორთა საბჭოს ინსპექტორმა. აღნიშნულ პოზიციას იკავებდა 2010 წლამდე. შემდგომ კი დაწინაურდა კომერციული სესხების ანდერაიტინგის განყოფილების მენეჯერის მოადგილის თანამდებობაზე.
2023 წლის აგვისტოში ჰუსეინ ქარაბულუთ დაინიშნა სს “იშბანკი საქართველო“-ს გენერალური დირექტორის მოადგილისა და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციაზე.
ჰუსეინ ქარაბულუთს მოპოვებული აქვს საკრედიტო რეიტინგის სპეციალისტის ლიცენზია, კაპიტალის ბაზრის საქმიანობის მე-3 საფეხურის ლიცენზია, დერივატივების ფინანსური ინსტრუმენტების ლიცენზია და კორპორატიული მმართველობის რეიტინგის ლიცენზია, ყველა მათგანი დამტკიცებულია თურქეთის კაპიტალის ბაზრების საბჭოს მიერ. უფრო მეტიც, ბატონი ქარაბულუთ აფართოებს თავის ცოდნას საერთაშორისო დონეზე ლონდონის საბანკო და საფინანსო ინსტიტუტის დოკუმენტური საკრედიტო სპეციალისტების სერტიფიკატით (CDCS).
ჰუსეინ ქარაბულუთ თავისუფლად საუბრობს ინგლისურ ენაზე.
გენერალური დირექტორის მოადგილე
ბატონი ა. ვაჰაფ დოღან დაიბადა ქ. მალათიაში, თურქეთში 1974წ. აბდულვაჰაფ დოღანმა მიიღო ბაკალავრის განათლება ინონუს უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების მიმართულებით.
2000 წელს ბატონმა დოღანმა დაიწყო კარიერა თურქეთის იშბანკში როგორც გებზეს ფილიალის ოფიცერმა, ხოლო 2004 წელს იმავე ფილიალში დაინიშნა სავალუტო სამსახურის ოფიცრად. 2006 წელს იმავე პოზიციაზე გებზეს კორპორატიულ ფილიალში დანიშვნის შემდეგ, 2009 წელს დაინიშნა ქოზიათაღის კორპორატიულ ფილიალში მეორე მენეჯერად. 2014 წელს ბატონი ვაჰაფ დოღან დაწინაურდა იმავე ფილიალში მენეჯერის მოადგილის თანამდებობაზე.
2024 წლის მაისიდან ბატონი აბდულვაჰაფ დოღან დაინიშნა სს „იშბანკი საქართველო“-ს გენერალური დირექტორის მოადგილედ. ის ასევე არის ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი.
ბატონ დოღანს აქვს თურქეთის იშბანკში მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება.
ბატონ დოღან თავისუფლად ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს.
ფინანსური დირექტორი
უჩა სარალიძე დაიბადა თბილისში, 1988 წლის 26 ივნისს.
2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით ეკონომიკაში. მიმდინარე ეტაპზე არის სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის სტატუსის მიღების კანდიდატი.
ბატონმა უჩა სარალიძემ კარიერა დაიწყო 2008 წელს თიბისი ბანკში, კორპორატიული რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე, სადაც მალევე დაწინაურდა უფროსი კორპორატიული მენეჯერის პოზიციაზე. 2010 წლიდან კარიერა განაგრძო იმავე ბანკში ფინანსების მართვის განყოფილებაში, უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. აღნიშნულ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა 4 წლის განმავლობაში. ფინანსური სექტორის გარდა, ბატონ უჩა სარალიძეს აქვს გამოცდილება სამშენებლო და წარმოების მიმართულებით საქართველოს ბაზარზე. მისი ძირითადი მოვალეობები ითვალისწინებდა ბაზრის ანალიზს, ფინანსური სტრატეგიების ინიცირებასა და საოპერაციო მიმართლებით გადაწყვეტილებების მიღებას.
ბატონი უჩა სარალიძე იშბანკს შემოუერთდა 2015 წელს მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე და ამავდროულად იკავებდა ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. 2017 წლიდან ბანკში უკავია ფინანსური დირექტორის პოზიცია. ბატონი უჩა სარალიძე არის სს „იშბანკი საქართველოს“ დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი 2020 წლის ბოლოდან.
ბატონი უჩა სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას.
რისკების დირექტორი
ბატონი ვასილ აფხაზავა დაბადა 1976 წლის 21 იანვარს თბილისში. ბატონმა აფხაზავამ ბაკალავრის ხარისხი მიიღო 1997 წელს თბილისის საბანკო და საფინანსო ინსტიტუტში. 2007 წელს კი დაასრულა ESM თბილისის MBA პროგრამა.
ბატონ ვასილ აფხაზავას აქვს 26-წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში. კარიერა დაიწყო 1996 წელს როგორც სესხის ოფიცერმა. თიბისი ბანკში, თბილუნივერსალბანკსა და საქართველოს ბანკში მუშაობის პერიოდში ბატონი აფხაზავა დაწინაურდა სხვადასხვა თანამდებობაზე.
სს „იშბანკი საქართველო“-ს ბატონი ვასილ აფხაზავა შემოუერთდა რისკების დირექტორისა და ამავდროულად დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციაზე 2022 წლის აპრილიდან.
ბატონი ვასილი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას.