usd
usd
ყიდვა
2.6500
გაყიდვა
2.7300
0
try
try
ყიდვა
0.0860
გაყიდვა
0.1010
0
eur
eur
ყიდვა
2.8460
გაყიდვა
2.9610
0
gbp
gbp
ყიდვა
3.2740
გაყიდვა
3.5100
0

სიახლეები

23
Jun
ცვლილება საოპერაციო ტარიფებში
See More
10
May
ცვლილება საოპერაციო ტარიფებში
See More
31
Mar
ცვლილება საოპერაციო ტარიფებში

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 1 მაისიდან იცვლება ბანკის საოპერაციო ტარიფები, კერძოდ:

See More
10
Mar
დისტანციური გადახდები
ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ უკეთესი მომსახურების მიზნით 2023 წლის 10 აპრილიდან დროებით ვაჩერებთ დისტანციური გადახდების სერვისს ინტერნეტ და მობაილ ბანკინგის არხებში. აღნიშნულ არხებში ხელმისაწვდომი სხვა დანარჩენი ოპერაცია რჩება უცვლელი. 

ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ბევრ სიახლეს.

პატივისცემით,
სს იშბანკი საქართველო




Değerli müşterimiz,

Sizlere daha iyi hizmet verebilmek için 10 Nisan 2023 tarihinden itibaren Bankamızın İnternet ve Mobil Bankacılık platformlarında mevcut fatura ödemeleri servisi geçici olarak kullanıma kapatılacaktır. Bahsi geçen platformlar vasıtasıyla sunulan diğer servislerde herhangi bir değişiklik söz konusu değildir.

Yüksek kaliteli ve yenilenmiş ürünler ile en yakın sürede sizlere tekrar hizmet vermeyi umut ediyoruz.

Saygılarımızla,
JSC Isbank Georgia



Dear Customers,

Please be advised that, as of 10 April 2023, the current utilities payments service on our Bank's Internet and Mobile Banking platforms will be temporarily suspended in order to better serve you. There is no change in other services offered through the aforementioned platforms.

We hope to serve you again soon with high quality and renewed products.

Sincerely,
JSC Isbank Georgia






See More
23
Feb
ცვლილება საოპერაციო ტარიფებში

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 1 მარტიდან იცვლება ლარი გადარიცხვის ტარიფი:

 

  • ლარის გადარიცხვა სხვა ბანკებში, ფილიალიდან
    0.07%, მინ. 1 ლარი, მაქს. 200 ლარი
  • ლარის გადარიცხვა სხვა ბანკებში, დისტანციური არხებიდან
    0.07%, მინ. 1 ლარი, მაქს. 100 ლარი
See More
12
Jan
პლასტიკური ბარათები
გაცნობებთ, რომ უკეთესი მომსახურების მიზნით 2023 წლის 1 თებერვლიდან დროებით ვაჩერებთ პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებულ საქმიანობას.
See More
14
Dec
მოთხოვნები საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშრებით

იშბანკი საქართველოს შიდა პოლიტიკით დაუშვებელია: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, რაც ასევე გულისხმობს ამავე ქვეყნის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებას, ან იმგვარ ტვირთებთან/გადაზიდვებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას, სადაც საქონლის წარმოშობის ან ტრანსპორტირების ქვეყანა არის ირანი.

ბანკი იტოვებს უფლებას ზემოაღნიშნული ტრანზაქციის გამოვლენის შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები.

 

გაცნობებთ, რომ ბანკი უფლებამოსილია, თანხის ოდენობის მიუხედავად, სავალუტო ოპერაციის შესასრულებლად მოითხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • ინვოისი/ხელშეკრულება;
  • საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მწარმოებელი ქვეყანა;
  • საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტი.

 

დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულოა ნებისმიერი სავალუტო გადარიცხვის შემთხვევაში, თუ მიმღები ბანკის ქვეყანა არის:

ჩინეთი - CHINA – CN, სინგაპური - Singapore – SG, ინდოეთი - INDIA – IN, ჰონგ კონგი - HONG KONG – HK, ერაყი - Iraq – IQ, პაკისტანი - Pakistan – PK, მალაიზია - Malaysia – MY, ინდონეზია - Indonesia – ID, ფილიპინი - Philippines –PH, სამხრეთ კორეა - South Korea – KR, ტაივანი - Taiwan- TW, არაბთა გაერთიანებული საამიროები - United Arab Emirates – AE, თურქეთი -Turkey - TR, სომხეთი - Armenia - AM, აზერბაიჯანი - Azerbaijan - AZ.

 

ტრანსპორტირების დოკუმენტში იგულისხმება მიმდინარე ტრანზაქციასთან დაკავშირებული სატრანსპორტო დოკუმენტები, როგორებიცაა:

- MBL ‒ საზღვაო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

- CMR ‒ საავტომობილო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

- RWB ‒ სარკინიგზო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

- MAWB ‒ საჰაერო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

 

ინვოისი / ხელშეკრულება და ტრანსპორტირების დოკუმენტი შესაბამისობაში უნდა იყოს ერთმანეთთან, კერძოდ: ორივე დოკუმენტში უნდა ფიქსირდებოდეს იდენტური მიმღები/ მყიდველი, გამგზავნი/გამყიდველი თუ ამ ორ დოკუმენტზე ფიქსირდება განსხვავებული მხარეები, სავალდებულოა HBL / FBL / HAWB ‒ გადაზიდვის შიდა ტრანსპორტირების დოკუმენტის ‒ ფორვარდერის შიდა კონოსამენტის წარმოდგენა.

See More
01
Jul
ცვლილება საოპერაციო ტარიფებში

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1 აგვისტოდან იცვლება თურქული ლირის გადარიცხვის ტარიფები:

 

გადარიცხვა იშბანკი თურქეთში

  • ფილიალიდან - 80 თურქული ლირა
  • ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან: 50 თურქული ლირა

 

გადარიცხვა ნებისმიერ სხვა ბანკში:

  • 6%, მინ. 250 თურქული ლირა
  • გადარიცხვაში შესწორების შეტანა/მოკვლევა/გაუქმება: 400 თურქული ლირა
See More
01
Mar
განცხადება
გაცნობებთ, რომ ჩვენს ბანკსა და ბანკთან დაკავშირებულ დაწესებულებებს არ აქვთ რაიმე ტიპის კავშირი იმ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომლებიც ნახსენებია სიახლეებში გაერთიანებული  სამეფოს მიერ სანქცირებულ 5 რუსულ ბანკთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ მათგანს აქვს მსგავსი საბანკო სახელწოდება.
See More
31
Dec
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) იშბანკ საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) დაფინანსებისათვის საკრედიტო ხაზი გამოუყო

 

 31 დეკემბერი, 2021- შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) პარტნიორ ბანკს საქართველოში - იშბანკ საქართველოს 7 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული რესურსი გამოყენებულ იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ლიკვიდობისა და საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მთავარ მამოძრავებელ ძალას.

 

დღევანდელი ხელშეკრულება ეფუძნება წარმატებულ თანამშრომლობას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2018 წელს, როცა BSTDB გახდა პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც პარტნიორული ურთიერთობებები დაამყარა იშბანკ საქართველოსთან.

 

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტმა დიმიტრი პანკინმა განაცხადა: „მოხარულები ვართ მორიგი თანამშრომლობით იშბანკ საქართველოსთან, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს თურქულ კერძო ინვესტიციას საქართველოში. აღნიშნული სახსრები დაეხმარება ბანკს, გაზარდოს მცირე და საშუალო ბიზნეს-კლიენტების დაფინანსება, რაც მიმდინარე პანდემიის პირობებში უმნიშვნელოვანესია დასაქმების, საექსპორტო შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანობის და ზოგადად ეკონომიკური ზრდისთვის“.

 

„ვამაყობთ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) თანამშრომლობის გაძლიერებით. ეს საკრედიტო რესურსი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) დაფინანსების გეპის შემცირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბიზნესების აღდგენის პროცესში, რომლებიც პანდემიამ დააზიანა. ამავდროულად, 7 მილიონი ევროს გრძელვადიანი დაფინანება ხელს შეუწყობს იშბანკ საქართველოს, გააძლიეროს მისი ფინანსური პოზიციები და გახდეს უფრო წარმატებული ადგილობრივ ბაზარზე. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ BSTDB-ს ამ მხარდაჭერისათვის.“ - განაცხადა იშბანკ საქართველოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰაქან ქურალმა.

 

 

სს იშბანკი საქართველო წარმოდგენილია საქართველოში როგორც თურქული იშბანკის შვილობილი კომპანია. თურქული იშბანკი არის უმსხვილესი კერძო ბანკი თურქეთში. „იშბანკი საქართველო“ ემსახურება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს და სთავაზობს მათ საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს. მისი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს როგორც თურქეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას, მშობელ კომპანიასთან თანამშრომლობით, ასევე მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  www.isbank.ge

 

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დაარსებულია ალბანეთის, სომხეთის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდოვეთის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის მიერ. ბანკის სათაო ოფისი მდებარეობს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში. BSTDB ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას,  როგორც სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალისა და გარანტიების მიწოდების, ისე საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების გზით, წევრი ქვეყნების სახელმწიფო  და კერძო სექტორში. ბანკის კაპიტალი არის 3.45 მილიარდი ევრო და მას მინიჭებული აქვს შემდეგი რეიტინგები: “A” Standard and Poor’s-ის მიერ, “A2” Moody’s-ის მიერ და “A+” ACRA-ს მიერ. ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  www.bstdb.org.

 

 

 

 

 

See More