სს იშბანკი საქართველოს ბარათებით განხორციელებული ოპერაციების

სავალუტო კონვერტაციის სქემა

თუ ბარათის ტრანზაქციის ვალუტა განსხვავდება ბარათის ანგარიშის ვალუტისგან, ვალუტის გაცვლის კურსი განისაზღვრება VISA-ს საგადახდო სისტემის მიერ. გარიგების თანხა ანგარიშზე აისახება VISA-ს გაცვლითი კურსით, რომელიც მოქმედებს ანგარიშსწორების სისტემაში ოპერაციის დამუშავების დღეს.

სს იშბანკი საქართველო გამოსცემს ბარათებს ორ ვალუტაში - ქართული ლარი და აშშ დოლარად. თუ, ბარათით შესყიდვისას/განაღდებისას მოთხოვნილი თანხა აღემატება ბარათის ანგარიშზე არსებულ ნაშთს, გარიგება იქნება უარყოფილი,  რადგან ერთ ბარათზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი ანგარიშის მიბმა.

თუ ანგარიშზე არსებული ნაშთი საკმარისია, ტრანზაქცია წარმატებულია და ავტორიზაციის მოთხოვნა დადასტურებულია. ავტორიზაციის შემდეგ, კლიენტის ანგარიშზე იბლოკება ტრანზაქციის თანხა. დაბლოკილი თანხა დაიანგარიშება შემდეგნაირად: VISA-ს გაცვლითი კურსის  მიხედვით კონვერტირებული ტრანზაქციის თანხას ემატება ტრანზაქციის თანხის 5% (რომელიც დამატებულია ბანკის სავალუტო რისკის შემცირების მიზნით).

ბანკომატით თანხის განაღდების შემთხვევაში, საერთაშორისო ტრანზაქციებზე დამატებითი საკომისიო დაემატება დადგენილი საბანკო ტარიფების შესაბამისად.

 

დაბლოკილი თანხა = გარიგების თანხა უცხოურ ვალუტაში x საგადახდო სისტემის გაცვლითი კურსი + 5% + 2% (კონვერტაციის საკომისიო) + საერთაშორისო ბანკომატების საკომისიო (ცვალებადი).

იმ დღეს, როდესაც VISA-ს საგადახდო სისტემისგან ბანკს გადაეცემა საბოლოო სადებეტო ტრანზაქციის თანხა, მოიხსნება წინასწარ დადებული ბლოკი (5% სავალუტო რისკის ჩათვლით) და კლიენტს ჩამოეჭრება ტრანზაქციის თანხა ბარათზე არსებულ ვალუტაში. კონვერტაცია განხორციელდება ანგარიშსწორების დღეს ბანკის (ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკის) მიერ დადგენილი კურსით.

იმ შემთხვევაში, თუ ტრანზაქციის ვალუტა ემთხვევა საერთაშორისო საგადახდო სისტემისა (VISA) და მომხმარებლის ანგარიშის ვალუტებს, კლიენტის ანგარიშზე დაიბლოკება მხოლოდ ოპერაციის თანხა. სავალუტო რისკის შემცირების 5% არ იქნება დამატებული.

შენიშვნა: ვინაიდან, ძირითადად ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა ხორციელდება მომხმარებლის მიერ ტრანზაქციის განხორციელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გათვალისწინებული უნდა იქნას ის ფაქტი, რომ ტრანზაქციის განხორციელებისა და თანხის ჩამოჭრის დღეებში დაფიქსირებული საგადახდო სისტემის VISA-ს გაცვლითი კურსი შესაძლოს იყოს სხვადასხვა. შესაბამისად, დაბლოკილი და ჩამოჭრილი თანხები იქნება მცირედით განსხვავებული.

  

მაგალითი N1: პოს-ტერმინალით შესყიდვა საზღვარგარეთ

ბარათის ვალუტა

ნაშთი ანგარიშზე

ლარი

500

კლიენტის მიერ მოთხოვნილი ტრანზაქცია : 100 თურქული ლირა

VISA გაცლითი კურსით : 100 თურქული ლირა = 15 აშშ დოლარი

ვინაიდან ტრანზაქციის ვალუტა განსხვავდება ბარათის ვალუტისა და საანგარიშსწორებო ვალუტისგან, რომელიც შეთანხმებულია ბანკსა და საგადახდო სისტემას შორის (ლარი, აშშ დოლარი), მოთხოვნილი ტრანზაქციის თანხა განისაზღვრება აშშ დოლარში. ამ შემთხვევაში, ვალუტის კონვერტაცია თურქული ლირიდან აშშ დოლარში მოხდება ტრანზაქციის დამუშავების დღეს VISA- ს მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად,

საბოლოო  თანხა დაკონვერტირდება ანგარიშსწორების დღეს არსებული ბანკის კურსით (ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის) და ჩამოიჭრება ანგარიშიდან.

 

ლარი

ტრანზაქციის ვალუტა

საწყისი ნაშთი

500

-

მოთხოვნილი თანხა

-

-100 თურქული ლირა *

დაბლოკილი თანხა**

48,15

-

ჩამოწრილი თანხა***

-45,9

-

ნაშთი ჩამოჭრის შემდეგ

454,10

-


* გაცვლითი კურსის ნიმუში: 1 თურქული ლირა = 0.15 აშშ დოლარი

* გაცვლითი კურსის ნიმუში: 1 აშშ დოლარი = 3 ლარი

** დაბლოკილი თანხა: 100 თურქული ლირა = 15 აშშ დოლარი. 15 აშშ დოლარი + 5% სავალუტო რისკის ზღვარი + 2% კონვერტაციის საკომისიო, (15 აშშ დოლარი + 0.75 აშშ დოლარი + 0,3 აშშ დოლარი) = 16.05 აშშ დოლარი. 16.05 აშშ დოლარი x 3 (ბანკის გაცვლითი კურსი) = 48.15 ლარი

*** ჩამოჭრილი თანხა: 5%-იანი ზღვარი განიბლოკება და კვლავ ხელმისაწვდომი გახდება კლიენტის ანგარიშზე, ასე რომ, ჩამოჭრილი თანხა იქნება 15 აშშ დოლარი + 2%  კონვერტაციის საკომისიო (15 აშშ დოლარი + 0.3 აშშ დოლარი) = 15.3 აშშ დოლარი. 15,3 აშშ დოლარი x 3  (ბანკის გაცვლითი კურსი) = 45.9 ლარი.

 გაითვალისწინეთ, რომ ტრანზაქციის თარიღი და ანგარიშზე ასახვის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს; უფრო მეტიც, ანგარიშზე  ასახვის თარიღი და ვალუტის გაცვლის ოპერაციის თარიღი შეიძლება ასევე განსხვავდებოდეს.

 

 მაგალითი N2: ბანკომატიდან თანხის განაღდება საზღვარგარეთ

ანგარიშის ვალუტა

ანგარიშის ნაშთი

ლარი

500

კლიენტის მიერ მოთხოვნილი ტრანზაქცია  – 100 თურქული ლირა

VISA-ს გაცვლითი კურსი - 100 თურქული ლირი = 15 აშშ დოლარი

ვინაიდან ტრანზაქციის ვალუტა განსხვავდება ბარათის ვალუტისა და საანგარიშსწორებო ვალუტისგან, რომელიც შეთანხმებულია ბანკსა და საგადახდო სისტემას შორის (ლარი, აშშ დოლარი), მოთხოვნილი ტრანზაქციის თანხა განისაზღვრება აშშ დოლარში. ამ შემთხვევაში, ვალუტის კონვერტაცია თურქული ლირიდან აშშ დოლარში მოხდება ტრანზაქციის დამუშავების დღეს VISA- ს მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად,

საბოლოო  თანხა დაკონვერტირდება გარიგების ანგარიშსწორების დღეს არსებული ბანკის კურსით (ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის) და ჩამოიჭრება ანგარიშიდან.

 

ლარი

ტრანზაქციის ვალუტა

ანგარიშის ნაშთი

500

-

მოთხოვნილი თანხა

-

-100 თურქული ლირა *

დაბლოკილი თანხა**

66.15

-

ჩამოწრილი თანხა***

-63.90

-

ნაშთი ჩამოჭრის შემდეგ

436.10

-

 * გაცვლითი კურსის ნიმუში: 1 TRY = 0.15 აშშ დოლარი

* გაცვლითი კურსის ნიმუში: 1 აშშ დოლარი = 3 ლარი

* ბანკომატიდან განაღდების საკომისიო: 3%, მინიმუმ 6 აშშ დოლარი

** დაბლოკილი თანხა: 100 თურქული ლირა = 15 აშშ დოლარი. 15 აშშ დოლარი + 5% სავალუტო რისკის ზღვარი + 2% კონვერტაციის საკომისიო + 3%, მინ 6 აშშ დოლარი ბანკომატიდან განაღდების საკომისიო (15 აშშ დოლარი + 0.75 აშშ დოლარი + 0,3 აშშ დოლარი + 6 აშშ დოლარი) = 22.05 აშშ დოლარი. 22.05 აშშ დოლარი x 3 (ბანკის გაცვლითი კურსი) = 66.15 ლარი

*** ჩამოჭრილი თანხა: 5%-იანი ზღვარი განიბლოკება და კვლავ ხელმისაწვდომი გახდება კლიენტის ანგარიშზე, ასე რომ, ჩამოჭრილი თანხა იქნება 15 აშშ დოლარი + 2%  კონვერტაციის საკომისიო + 3%, ნიმიმუმ 6 აშშ დოლარი (15 აშშ დოლარი + 0.3 აშშ დოლარი + 6 აშშ დოლარი) = 21.3 აშშ დოლარი.

21.3 აშშ დოლარი x 3  (ბანკის გაცვლითი კურსი) = 63.9 ლარი.

 

გაითვალისწინეთ, რომ ტრანზაქციის თარიღი და ანგარიშზე ასახვის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს; უფრო მეტიც, ანგარიშზე  ასახვის თარიღი და ვალუტის გაცვლის ოპერაციის თარიღი შეიძლება ასევე განსხვავდებოდეს.

 

  მაგალითი N3 პოს-ტერმინალით შესყიდვა საქართველოში

ანგარიშის ვალუტა

ანგარიშის ნაშთი

აშშ დოლარი

50

კლიენტის მიერ მოთხოვნილი ტრანზაქცია: 100 ლარი

ბანკის გაცლითი კურსი: 100 ლარი = 30 აშშ დოლარი

ვინაიდან ტრანზაქციის ვალუტა განსხვავდება ანგარიში ვალუტისგან, ტრანზაქციის თანხას დაემატება 2% კონვერტაციის საკომისიო. თუმცა, იმის გამო, რომ ტრანზაქციისა და ანგარიშსწორების ვალუტა ერთიდაიგივეა - 5% -იანი სავალუტო რისკის ზღვარი არ იქნება დამატებული.

მიუხედავად იმისა, რომ კლიენტის ბარათის ვალუტა აშშ დოლარია, POS შესყიდვის ყველა ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ლარში; საბოლოო ჩამოსაჭრელი თანხა იქნება ლარი, ხოლო ლარიდან აშშ დოლარი დაკონვერტირდება ანგარიშსწორების დღეს ბანკის მიერ დადგენილი კურსით (ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის).

 

აშშ დოლარი

ტრანზაქციის ვალუტა

ანგარიშის ნაშთი

50

-

მოთხოვნილი თანხა

-

-100 ლარი *

დაბლოკილი თანხა**

30.60

-

ჩამოწრილი თანხა***

30.60

-

ნაშთი ჩამოჭრის შემდეგ

19.40

-

 * გაცვლითი კურსის ნიმუში: 1 ლარი = 0.30 აშშ დოლარი

** დაბლოკილი თანხა:

100 ლარი = 30 აშშ დოლარი. 100 ლარი + 2% კონვერტაციის საკომისიო (100 ლარი+2 ლარი)=102 ლარი

102 ლარი x 0.30 (ბანკის გაცვლითი კურსი) = 30.60 აშშ დოლარი

*** ჩამოჭრილი თანხა: 100 ლარი + 2% კონვერტაციის საკომისიო (100 ლარი + 2 ლარი) = 102 ლარი.

102 ლარი x 0.30 (ბანკის გაცვლითი კურსი) = 30.60 აშშ დოლარი

 

გაითვალისწინეთ, რომ ტრანზაქციის თარიღი და ანგარიშზე ასახვის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს; უფრო მეტიც, ანგარიშზე  ასახვის თარიღი და ვალუტის გაცვლის ოპერაციის თარიღი შეიძლება ასევე განსხვავდებოდეს.

 


ინფორმაცია ვალუტის გაცვლითი კურსებიტ შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართებზე: