იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მოიაზრებს დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთო სს „იშბანკი საქართველო“ და გთავაზობთ იპოთეკურ სესხს ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთით 11.2%-დან, ეფექტური 12.07%-დან მაქსიმუმ 20 წლის ვადით.  შემოთავაზებული განაკვეთი ითვალისწინებს სიცოცხლის დაზღვევას საჩუქრად.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების პროცენტის თანაგადახდას 5 წლის განმავლობაში მაქსიმუმ 4%-ის ოდენობით.

იმისათვის, რომ იპოთეკური სესხის მომხმარებელი გახდეს აღნიშნული პროგრამის მონაწილე, აუცილებელია აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  1. სესხი გაცემული უნდა იყოს07.2020 – 31.12.2020 პერიოდში;
  2. სესხის მაქსიმალური მოცულობა ერთ მსესხებელზე - 200,000 ლარი;
  3. შესაძენი ბინის თანამონაწილეობის ოდენობა მინიმუმ 10%;
  4. სუბსიდიის ვადა შეადგენს 5 წელს;
  5. სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში;
  6. სესხი შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ შესაძენი ქონების უზრუნველყოფით;
  7. ბინის შეძენა უნდა ხდებოდეს დეველოპერული კომპანიისგან.

მაგალითი :

  • ფიზიკურმა პირმა აიღო ცვლადგანაკვეთიანი (მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე) 60 თვიანი იპოთეკური სესხი 100,000 ლარის ოდენობით, წლიურ 11.2%-ად. გაცემის მომენტისათვის რეფინანსირების განაკვეთი შეადგენს 8.25%-ს, ხოლო სპრედი (ბანკის ფიქსირებული ნამატი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე)-2.95%-ს. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა შეადგენს 4%-ს. ყველა კომპონენტის გათვალისწინებით მივიღებთ შემდეგნაირ სურათს: 8.25%(რეფინანსირების განაკვეთი)-(8.25%-4.25%)(სახელმწიფო სუბსიდიის კომპონენტი)+2.95%(ბანკის სპრედი)= 7.2%(კლიენტის მიერ გადასახდელი წლიური საპროცენტო განაკვეთი) ნაცვლად 11.2%-ისა.
  • იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება 6%-მდე, სახელმწიფოს თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 1.75%-ს შემდეგი ფორმულით: 6%(რეფინანსირების განაკვეთი)-(6%-25%)(სახელმწიფო სუბსიდიის კომპონენტი)+2.95%(ბანკის სპრედი)=7.2%(კლიენტის მიერ გადასახდელი წლიური საპროცენტო განაკვეთი) ნაცვლად 8.95%-ისა.
  • თუ რეფინანსირების განაკვეთი გახდება 5%, სააგენტო წყვეტს პროცენტის სუბსიდირებას, სანამ რეფინანსირების განაკვეთი არ ასცდება 5%-ს.
  • თუ 100,000 ლარის ოდენობის სესხის ვადიანობა არის 180 თვე, ხოლო მისი საპროცენტო განაკვეთი - 11.2%, ასეთ შემთხვევაში, 5 წლის განმავლობაში მოქმედებს სახელმწიფოს მხრიდან სესხის დაფინანსება 4%-ის ოდენობით. ეს ნიშნავს, რომ მსესხებელი ნაცვლად 1 149 ლარისა ყოველთვიურად გადაიხდის საშუალოდ 835 ლარს 5 წლის განმავლობაში.