დეპოზიტების დაზღვევა
გაიგეთ როგორ არის დაცული დეპოზიტები.
გაეცანით იშბანკი საქართველოს დეპოზიტებზე 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედ სავალდებულო დაზღვევის ინფორმაციას.
დაცვა პრაქტიკაში
დაზღვევის ლიმიტი (GEL): 50,000
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50,000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge
