სავაჭრო დაფინანსება

აკრედიტივები, საბანკო გარანტიები და ფაქტორინგი თქვენი ბიზნესისთვის.

ძალაში შესვლა: 2026-10-12

ჩვენ გაგიწევთ პროფესიონალურ დახმარებას თქვენს იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებში და შემოგთავაზებთ ვაჭრობის დაფინანსების სხვადასხვა პროდუქტებს, რათა გაიუმჯობესოთ როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო სავაჭრო პოტენციალი, ასევე თქვენი ფულადი ნაკადები.

აკრედიტივი

ექსპორტსა და იმპორტში ჩართული კომპანიები ირჩევენ ჩვენს აკრედიტივებს, რათა დაზღვეულნი იყვნენ საქონლის მიღებასთან და მისი ღირებულების გადახდასთან დაკავშირებული რისკებისგან. აკრედიტივი გაიცემა კლიენტის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შედეგად და გამყიდველი კომპანიისთვის წარმოადგენს მყიდველი კომპანიის გადახდისუნარიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

აკრედიტივები გაიცემა სხვადასხვა ფორმით:

  • საიმპორტო და საექსპორტო;
  • გამოთხოვადი და გამოუთხოვადი;
  • დამოწმებული და დაუმოწმებელი;
  • დაუყოვნებლივ გადახდის ან გადავადებული გადახდის პირობით.

ხელმისაწვდომობა

შეცვალეთ ვებსაიტის წაკითხვის პარამეტრები. ბრაუზერის მასშტაბირებისა და ხელმისაწვდომობის ხელსაწყოები კვლავ ხელმისაწვდომია.

დაგვიკავშირდით ხელმისაწვდომობის საკითხებზე