ხედვა და მისია
მისია და მიზნები
- ძლიერი და მდგრადი ფინანსური მდგომარეობა;
- რისკების ეფექტური მართვა;
- სრულყოფილი მომსახურების მიწოდება;
- ბედნიერი და პროდუქტიული ადამიანური რესურსები;
- ეთიკური და პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობა, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე, საზოგადოებასა და გარემოზე;
- სააქციო ღირებულების მუდმივი ზრდა;
- ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პერიოდში, ჩვენი ბიზნეს მოდელის მუდმივი გაუმჯობესება, ჩვენი ჯგუფის კომპანიებთან და ბიზნეს-პარტნიორებთან სინერგიის / ერთობლივი მუშაობის გზით.
ჩვენი სტრატეგია და ბიზნეს გეგმა
- მომხმარებელთა ბაზის, ასევე სესხებისა და ანაბრების პორტფელის ზრდა და დივერსიფიკაცია;
- მსხვილი კომპანიების დაფინანსების უზრუნველყოფა, მათ შორის ადგილობრივ და უცხოურ ბანკებთან სინდიცირების/რისკების განაწილების გზით;
- მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების გააქტიურება და ამ მიზნით საერთაშორისო და სხვა ტიპის ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრების ეფექტური გამოყენება;
- გარესაბალანო პორტფელის მოცულობისა და ვაჭრობის ფინანსირების ტრანზაქციების წილის ზრდა ბაზარზე, საქართველოსა და თურქეთს შორის ფართო სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით;
- ციფრული ბანკინგის განვითარება;
ჩვენი ღირებულებები
ინოვაცია, ერთიანობა, საღი აზრი, სანდოობა, გულწრფელობა და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის საფუძველია. ვაგრძელებთ ჯგუფის დამფუძნებელ პრინციპებს — გონიერებას, შრომისმოყვარეობასა და კეთილსინდისიერებას, პროფესიულ ცოდნასა და მეთოდურ მუშაობაზე დაყრდნობით.
პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობითა და რეალურ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტილებებით მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შექმნას ვესწრაფვით.
ჩვენი პრიორიტეტები
- ეთიკური და პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურება ადამიანების, საზოგადოებისა და გარემოს გათვალისწინებით.
- ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერა.
- მდგრადი ფინანსური შედეგებისა და რისკების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა.
- მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება და თანამშრომლებისთვის პროდუქტიული, მხარდამჭერი სამუშაო გარემოს შექმნა.
- აქციონერისთვის გრძელვადიანი ღირებულების შექმნა.
- ბიზნესმოდელის განვითარება ტექნოლოგიებითა და ჯგუფის კომპანიებსა და ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობით.
