აირჩიეთ კატეგორია:
როგორ ჩამოვტვირთო მობილური აპლიკაცია?
მობილური აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ iOS და Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე მობილური ტელეფონების მფლობელებს. ამისათვის შესაბამისი „Store”-ს საძიებო ველში აკრიფეთ „ISBANK GE”.
როგორ გავხდე მობილური აპლიკაციის მომხმარებელი?
იმისათვის, რომ ისარგებლოთ მობილური აპლიკაციით, უნდა იყოთ იშბანკი საქართველოს მომხმარებელი და გააქტიურებული გქონდეთ ინტერნეტ ბანკი. შემდეგ, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლითა და პაროლით შეძლებთ მობილურ აპლიკაციაში შესვლას.
როგორ აღვადგინო (შევცვალო) ინტერნეტ/მობაილ ბანკის პაროლი?
დავიწყებული ინტერნეტ ბანკის პაროლის აღსადგენად პირველ რიგში უნდა მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: support@isbank.ge. თქვენი იდენტიფიკაციის შემდეგ, ახალი პაროლი გამოგეგზავნებათ სისტემაში თქვენს პროფილზე დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე.
ძველი პაროლის შესაცვლელად მობილურ აპლიკაციაში, მიჰყევით ინსტრუქციას: „მეტი“ > „პარამეტრები“ > „პაროლის შეცვლა“.