სადეპოზიტო სერთიფიკატი

 

სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტი(ანაბარი) და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს სერტიფიკატის მფლობელს გადაუხადოს სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებული თანხა.


- საპროცენტო სადეპოზიტო  სერტიფიკატი არის სერტიფიკატი რომლის ნომინალის ღირებულება განისაზღვრება შეძენისთანავე და კლიენტი გარანტირებულია მის მიღებაში ვადის ბოლოს.  სარგებლის სახით კლიენტი ყოველთვიურად იღებს სერტიფიკატზე დარიცხულ  თანხას. სერტიფიკატის  მფლობელი   დაფარვის ვადის დადგომისას იღებს ნომინალის ტოლ თანხას.
საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატზე სარგებლის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად, ყოველი თვის იმ რიცხვში, რომელ რიცხვშიც განხორციელდა სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა.



წლიური საპროცენტო განაკვეთები

 ვადა ნომინალური
ეფექტური
6 თვე 8.25% 8.42%
9 თვე 8.50% 8.59%
12 თვე 8.75% 8.75%
18 თვე 9.00% 8.81%
24 თვე 9.25% 8.86%
36 თვე 9.50% 8.90%



პირობები

- სერთიფიკატის გამოშვება - უფასო;
- მინიმალური თანხა - 5,000 ლარი;
- სარგებლის გატანა - ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს;
- სერთიფიკატის გამოსყიდვა ვადაზე ადრე, ხდება მხოლოდ ბანკის დასტურით;
- ვადაზე ადრე გამოსყიდვის საკომისიო - სერთიფიკატის პროცენტს + 3%;
- სერთიფიკატის მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს სერთიფიკატი ნებისმიერ მესამე პირზე;
- სერთიფიკატის გასხვისების საკომისიო - სერთიფიკატის თანხის 0.1%, მინიმუმ 30 ლარი;
- ბანკი არ არის ვალდებული ვადაზე ადრე გამოისყიდოს სერტიფიკატი;
- ერთ სერტიფიკატს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი მფლობელი. დაუშვებელია სერტიფიკატის ნაწილობრივ გასხვისება.



იხილეთ სადეპოზიტო სერთიფიკატის ხელშეკრულებები