2012 წლის ივლისში ბანკი დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და დაიწყო საქმიანობა ბათუმში, როგორც „თურქეთის იშბანკის“ უცხოურმა ფილიალმა. 2015 წლის აგვისტოში განხორციელდა ბათუმის ფილიალის ტრანსფორმაცია და ჩამოყალიბდა სს იშბანკი საქართველო, როგორც „თურქეთის იშბანკის“ შვილობილი ბანკი. იმ დროისთვის ბანკის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 30 მილიონ ლარს. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის განთავსებული კაპიტალი გაზრდილია 69.2 მილიონ ლარამდე, ხოლო სააქციო კაპიტალი არის 134 მილიონი ლარი.

სს იშბანკი საქართველოს აქციონერი „თურქეთის იშბანკი“ წარმოადგენს წამყვან თურქულ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც ჩამოყალიბდა თურქეთში 1924 წელს და ემსახურება 15 მილიონზე მეტ ციფრულ მომხმარებელს არამხოლოდ თურქეთში, არამედ ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, ბაჰრეინსა და ერაყში. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკი ფუნქციონირებს 1,066 ადგილობრივი და 22 უცხოური ფილიალის მეშვეობით: 15 ფილიალი  ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, 2 ფილიალი გაერთიანებულ სამეფოში (ლონდონი), 2 ფილიალი კოსოვოში (პრიშტინა და პრიზრენი), 2 ფილიალი ერაყში (ერბილი და ბაღდადი), 1 ფილიალი ბაჰრეინში (მანამა).


ამავდროულად, „თურქეთის იშბანკს“ გააჩნია 3 შვილობილი ბანკი საქართველოში, გერმანიასა და რუსეთში. ასევე „თურქეთის იშბანკს“ აქვს წარმომადგენლობითი ოფისები ჩინეთსა (შანხაი) და ეგვიპტეში (ქაირო).

მშობელი ბანკი წარმოადგენს უმსხვილეს კერძო ბანკს თურქეთში აქტივების, სესხების და დეპოზიტების მოცულობით, ასევე ფილიალებისა და ბანკომატების (6,312 ბანკომატი) რაოდენობით. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მისი მთლიანი აქტივები შეადგენს 83 მილიარდ აშშ დოლარს, რომლის 47% სესხებია, ხოლო დეპოზიტების მოცულობაა 56 მილიარდი აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს ბანკის ვალდებულებების 68%-ს.


სს იშბანკი საქართველო ამჟამად წარმოდგენილია 1 ფილიალით თბილისში. ბანკი კორპორატიულ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს. იშბანკი საქართველოს პრიორიტეტია ხელი შეუწყოს როგორც თურქეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას მშობელ კომპანიასთან თანამშრომლობით, ასევე მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.


ბანკის კოდი / SWIFT : ISBKGE22

ს/კ: 404496611
ბლუმბერგის სადილინგო კოდი: ISGE