იშ ბანკი საქართველო გთავაზობთ სახაზინო პროდუქტების ფართო არჩევანს

ვალუტის გაცვლა

იშ ბანკი საქართველო გთავაზობთ მოქნილ კურსებს თანხის დასაკონვერტირებლად სხვადასხვა ვალუტაში.

სავალუტო ფორვარდები


სავალუტო ფორვარდის კონტრაქტის მეშვეობით შეგიძლიათ დაიცვათ უცხოურ ვალუტაში მისაღები აქტივები ან უცხოურ ვალუტაში გადასახდელი ვალდებულებები მოსალოდნელი არასასურველი ზიანისგან, რაც ვალუტის კურსის რყევების შედეგად დგება. სავალუტო ფორვარდის კონტრაქტის მეშვეობით შეგიძლიათ წინასწარ დააფიქსიროთ კურსი განსაზღვრული სამომავლო თარიღისთვის. კონვერტაცია შესრულდება კონტრაქტით წინასწარ გაწერილ თარიღში, წინასწარ გაწერილ თანხაზე წინასწარ შეთანხმებული კურსით. სავალუტო ფორვარდის მეშვეობით თქვენ თავიდან აირიდებთ სავალუტო რისკებს და წინასწარ განსაზღვრავთ კონვერტაციის ხარჯს. განსაკუთრებით, თუ საგარეო ვაჭრობით ხართ დაკავებული, ან უცხოურ ვალუტაში გაქვთ სესხი, შეგიძლიათ ისარგებლოთ სავალუტო ფორვარდის ტრანზაქციით და განსაზღვროთ წინასწარ კონვერტაციის ხარჯი, ან დააფიქსიროთ საბაზრო კურსი სამომავლო თარიღისთვის, რათა თავიდან აიცილოთ უცხოური ვალუტის კურსის რყევის რისკები.


სავალუტო სვოპის

სავალუტო სვოპის გარიგება არის კონტრაქტი, სადაც ერთი მხარე ერთდროულად სესხულობს ერთ ვალუტას და გაასესხებს მეორე ვალუტას მეორე მხარეზე. გადახდის ვალდებულება გამოიყენება, როგორც გირაო და კონტრაქტის თანხა არის ფიქსირებული, წინასწარ განსაზღვრული ვალუტის ფორვარდული კურსით. კონტრაქტის საშუალებით შეგიძლიათ გამოიყენოთ სახსრები, რომელიც გაგაჩნიათ სხვა ვალუტაში დენომინირებული უცხოური ვალუტის რისკის აღების გარეშე. სავალუტო სვოპები ყველაზე ხშირად გამოიყენება ისეთი ბიზნესისთვის, რომელსაც სხვადასხვა ვალუტაში აქვს ბალანსები. სავალუტო სვოპების გამოყენება ხელსაყრელია იმპორტიორებისთვის და ექსპორტიორებისთვის, ვისაც სურს პოზიციების ჰეჯირება.

ფიქსირებული ვადიანი დეპოზიტი


იშ ბანკი საქართველო დაგეხმარებათ დააბანდოთ თქვენი თანხები უფრო მომგებიანად. თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი სახსრები, ჩვენ გთავაზობთ გახსნათ დეპოზიტი იშ ბანკ საქართველოში და მიიღოთ მაღალი სარგებელი.ფიქსირებული ვადიანი დეპოზიტის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ თქვენ საზღვრავთ ვადიანობას წინასწარ და იღებთ მაქსიმალურ სარგებელს.

სადეპოზიტო სერთიფიკატი


იშ ბანკი საქართველო გაძლევთ შანსს მიიღოთ კიდევ უფრო მაღალი სარგებელი, ვიდრე ჩვეულებრივი ფიქსირებული ვიადიანი დეპოზიტიდან. სადეპოზიტო სერთიფიკატი არის ხელშეკრულება თანხის ბანკში განთავსებაზე ფიქსირებული ვადით, რაც მოგიტანთ გარანტირებულ სარგებელს, უფრო მაღალს ვიდრე სტანდარტული ვადიანი დეპოზიტი. იშ ბანკი საქართველო გთავაზობთ კუპონურ და დისკონტურ სადეპოზიტო სერთიფიკატებს. კუპონურ სერთიფიკატზე პერიოდის განმავლობაში იღებთ სარგებელს და ვადის ბოლოს იღებთ ძირ თანხას. დისკონტურ სერთიფიკატზე კი ძირი თანხის დისკონტირება ხდება. პერიოდის დასაწყისში იხდით ძირ თანხაზე ნაკლებს და ვადის ბოლოს იღებთ ძირ თანხას. საწყის თანხასა და ვადის ბოლოს მიღებულ თანხებს შორის განსხვავება არის გამომუშავებული სარგებელი.


სავალუტო გარიგებების მომსახურების წესები და პირობები