ექპორტსა და იმპორტში ჩართული კომპანიები ირჩევენ ჩვენს აკრედიტივებს, რათა დაზღვეულნი იყვნენ საქონლის მიღებასთან და მისი ღირებულების გადახდასთან დაკავშირებული რისკებისგან. აკრედიტივი გაიცემა კლიენტის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შედეგად და გამყიდველი კომპანიისთვის წარმოადგენს მყიდველი კომპანიის გადახდისუნარიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
აკრედიტივები გაიცემა სხვადასხვა ფორმით:
- საიმპორტო და საექსპორტო;
- გამოთხოვადი და გამოუთხოვადი;
- დამოწმებული და დაუმოწმებელი;
- დაუყოვნებლივ გადახდის ან გადავადებული გადახდის პირობით.
საბანკო გარანტია
საბანკო გარანტია წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას გადაუხადოს ბენეფიციარს მეორე მხარის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში. გარანტია განსხვავდება აკრედიტივისგან, ვინაიდან აკრედიტივი არის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტისგან დამოუკიდებელი ინსტრუმენტი.
საბანკო გარანტიები გაიცემა სხვადასხვა სახით:
- საავანსო და გადავადებული გადახდის გარანტია;
- შესრულების/ხელშეკრულების გარანტია;
- სატენდერო გარანტია.
სს იშბანკი საქართველო გასცემს გარანტიებს უცხოური ბანკებიდან/ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული კონტრ-გარანტიების საფუძველზე; ამავდროულად, მას შეუძლია უზრუნველყოს საერთაშორისო გარანტიების გაცემა უცხოური ბანკების მიერ, რათა ხელი შეუწყოს კლიენტების იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციებს.