2012 წლის ივლისში ბანკი დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და დაიწყო საქმიანობა ბათუმში, როგორც „თურქეთის იშბანკის“ უცხოურმა ფილიალმა. 2015 წლის აგვისტოში განხორციელდა ბათუმის ფილიალის ტრანსფორმაცია და ჩამოყალიბდა სს იშბანკი საქართველო, როგორც „თურქეთის იშბანკის“ შვილობილი ბანკი. იმ დროისთვის ბანკის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 30 მილიონ ლარს. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკის საწესდებო კაპიტალი გაზრდილია 69.2 მილიონ ლარამდე, ხოლო სააქციო კაპიტალი არის 88.7 მილიონი ლარი.


სს იშბანკი საქართველოს აქციონერი „თურქეთის იშბანკი“ წარმოადგენს წამყვან თურქულ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელსიც ჩამოყალიბდა თურქეთში 1924 წელს და ემსახურება 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს, არამხოლოდ თურქეთში, არამედ ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, ბაჰრეინსა და ერაყში. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკი ფუნქციონირებს 1,182 ადგილობრივი და 22 უცხოური ფილიალის მეშვეობით: 15 ფილიალი  ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, 2 ფილიალი გაერთიანებულ სამეფოში (ლონდონი), 2 ფილიალი კოსოვოში (პრიშტინა და პრიზრენი), 2 ფილიალი ერაყში (ერბილი და ბაღდადი), 1 ფილიალი ბაჰრეინში (მანამა).

ამავდროულად, „თურქეთის იშბანკს“ გააჩნია 3 შვილობილი ბანკი საქართველოში, გერმანიასა და რუსეთში. იშბანკი გერმანია წარმოდგენილია 9 ფილიალით გერმანიაში და 1 ფილიალით ნიდერლანდებში (ამსტერდამი), ხოლო იშბანკ რუსეთი - 1 ფილიალით და 2 წარმომადგენლობითი ოფისით რუსეთში. ასევე „თურქეთის იშბანკს“ აქვს წარმომადგენლობითი ოფისები ჩინეთსა (შანხაი) და ეგვიპტეში (ქაირო).

მშობელი ბანკი წარმოადგენს უმსხვილეს კერძო ბანკს თურქეთში აქტივების, სესხების და დეპოზიტების მოცულობით, ასევე ფილიალებისა და ბანკომატების (6,522 ბანკომატი) რაოდენობით. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მისი მთლიანი აქტივები შეადგენს 76 მილიარდ აშშ დოლარს, რომლის 57% სესხებია, ხოლო დეპოზიტების მოცულობაა 48 მილიარდი აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს ბანკის ვალდებულებების 63%-ს.

სს იშბანკი საქართველო ამჟამად წარმოდგენილია 2 ფილიალით თბილისსა და ბათუმში და კლიენტებს სთავაზობს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს. მისი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს როგორც თურქეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას, მშობელ კომპანიასთან თანამშრომლობით, ასევე მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.



ბანკის კოდი / SWIFT : ISBKGE22

ს/კ: 404496611
ბლუმბერგის სადილინგო კოდი: ISGE