სიახლეები
სს „იშბანკი საქართველო“ აცნობებს მომხმარებლებს, რომ 2026 წლის 12 ოქტომბრიდან საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის გადარიცხვები აშშ დოლარსა და ევროში ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) მეშვეობით. ადგილობრივი გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში ახლა უფრო სწრაფად და ნაკლები ხარჯით სრულდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
- სამუშაო დღეს 17:30-მდე წარდგენილი გადარიცხვები სრულდება იმავე დღეს. 17:30-ის შემდეგ წარდგენილი გადარიცხვები სრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
- შუამავალი ბანკის საკომისიოები არ არის დაწესებული. RTGS-ით გადარიცხვისას შუამავალი ბანკის რეკვიზიტების მითითება საჭირო არ არის.
- დამადასტურებელი დოკუმენტები. SWIFT გადარიცხვების მსგავსად, ბანკმა შესაძლოა მოითხოვოს დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგალითად, ინვოისი ან ხელშეკრულება) RTGS-ით განსახორციელებულ გადარიცხვებზე აშშ დოლარსა და ევროში.
- ინტერნეტ ბანკიდან საქართველოში მოქმედ სხვა ბანკებში აშშ დოლარსა და ევროში გადახდები ავტომატურად იგზავნება RTGS სისტემით.
- მომხმარებლებს, რომლებიც ამჯობინებენ, ადგილობრივი გადარიცხვა SWIFT-ით გააგზავნონ, ამის გაკეთება კვლავ შეუძლიათ სს „იშბანკი საქართველო“-ს ნებისმიერ ფილიალში.
- გადარიცხვები სხვა უცხოურ ვალუტაში ხორციელდება კვლავ SWIFT სისტემით სტანდარტული ტარიფებით.
ადგილობრივ გადარიცხვებზე აშშ დოლარსა და ევროში მოქმედი საკომისიოები განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე:
ფიზიკური პირებისთვის: İŞBANK Georgia - საოპერაციო სერვისები
კორპორატიული პირებისთვის: İŞBANK Georgia - საოპერაციო სერვისები
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ფილიალს.
გმადლობთ, რომ ირჩევთ სს „იშბანკი საქართველო“-ს.
გაცნობებთ,რომ 2025 წლის 28ნოემრიდან იცვლება სს 'იშბანკი საქართველო'ს საოპერაციო მომსახურების ტარიფები და ემატება აქტიური ანგარიშის მომსახურების საკომისიო:
ფიზიკური პირებისთვის აქტიური ანგარიშის მომსახურების წლიური საკომისიო შეადგენს 100 ლარს.
კორპორატიული კლიენტებისთვის აქტიური ანგარიშის მომსახურების წლიური საკომისიო შეადგენს 200 ლარს.
გთხოვთ, გაეცნოთ ბანკის საოპერაციო ტარიფების განახლებას, რომელიც ძალაში შევიდა 2025 წლის 28 ნოემბრიდან:
ფიზიკური პირებისთვის: İŞBANK Georgia - საოპერაციო სერვისები
კორპორატიული პირებისთვის:İŞBANK Georgia - საოპერაციო სერვისები
ძვირფასო მომხმარებელო,
მოხარულნი ვართ, გაცნობოთ, რომ 2024 წლის 15 ოქტომბრიდან სს იშბანკი საქართველო წარმოგიდგენთ სრულიად ახალ, მოქნილ და მომხმარებელზე მორგებულ ინტერნეტ ბანკს.
ლუქსემბურგი და თბილისი, 11 ივლისი 2024 წელი - მწვანე ზრდის ფონდმა (GGF) სს იშბანკი საქართველოსთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 7 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაზე, რომელიც გამოყენებული იქნება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებში.
ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ სამწუხაროდ 2024 წლის 15 ივლისიდან სს იშბანკი საქართველოს ბათუმის ფილიალი დაიხურება.
ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ 15/01/2024-დან სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებები შესრულდება იმავე დღეს, თუ ბანკის მიერ დავალებების მიღება მოხდება 17:30 საათამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ გადარიცხვების განხორციელების დროს.