ადგილობრივი გადარიცხვები აშშ დოლარსა და ევროში RTGS სისტემით - ახლა უფრო სწრაფად და მოხერხებულად

12
Oct
ადგილობრივი გადარიცხვები აშშ დოლარსა და ევროში RTGS სისტემით - ახლა უფრო სწრაფად და მოხერხებულად

სს „იშბანკი საქართველო“ აცნობებს მომხმარებლებს, რომ 2026 წლის 12 ოქტომბრიდან საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის გადარიცხვები აშშ დოლარსა და ევროში ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) მეშვეობით. ადგილობრივი გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში ახლა უფრო სწრაფად და ნაკლები ხარჯით სრულდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • სამუშაო დღეს 17:30-მდე წარდგენილი გადარიცხვები სრულდება იმავე დღეს. 17:30-ის შემდეგ წარდგენილი გადარიცხვები სრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
  • შუამავალი ბანკის საკომისიოები არ არის დაწესებული. RTGS-ით გადარიცხვისას შუამავალი ბანკის რეკვიზიტების მითითება საჭირო არ არის.
  • დამადასტურებელი დოკუმენტები. SWIFT გადარიცხვების მსგავსად, ბანკმა შესაძლოა მოითხოვოს დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგალითად, ინვოისი ან ხელშეკრულება) RTGS-ით განსახორციელებულ გადარიცხვებზე აშშ დოლარსა და ევროში.
  • ინტერნეტ ბანკიდან საქართველოში მოქმედ სხვა ბანკებში აშშ დოლარსა და ევროში გადახდები ავტომატურად იგზავნება RTGS სისტემით.
  • მომხმარებლებს, რომლებიც ამჯობინებენ, ადგილობრივი გადარიცხვა SWIFT-ით გააგზავნონ, ამის გაკეთება კვლავ შეუძლიათ სს „იშბანკი საქართველო“-ს ნებისმიერ ფილიალში.
  • გადარიცხვები სხვა უცხოურ ვალუტაში ხორციელდება კვლავ SWIFT სისტემით სტანდარტული ტარიფებით.

ადგილობრივ გადარიცხვებზე აშშ დოლარსა და ევროში მოქმედი საკომისიოები განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე: 

ფიზიკური პირებისთვის:         İŞBANK Georgia - საოპერაციო სერვისები
კორპორატიული პირებისთვის: İŞBANK Georgia - საოპერაციო სერვისები

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ფილიალს.

გმადლობთ, რომ ირჩევთ სს „იშბანკი საქართველო“-ს.