
ბატონმა ჰ. ემრე ილმაზმა (დაბ. 1972 წელს) 1995 წელს ანკარაში დაამთავრა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტი.
2013 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ამსტერდამის უნივერსიტეტში.
ბატონმა ილმაზმა კარიერა დაიწყო 1996 წლის ივლისში სს თურქეთის იშ ბანკში ინსპექტორთა საბჭოში როგორც ინსპექტორის თანაშემწემ.
ის დაწინაურდა მენეჯერად და თანმიმდევრულად იკავებდა იშ ბანკში შემდეგ პოზიციებს:
- ქეჩიორენ/ანკარა ფილიალის მენეჯერი (2005-2007);
- ამსტერდამის ფილიალის მენეჯერი (2007-2011);
- საზღვარგარეთის საბანკო განყოფილების უფროსი (2011-2014);
- ბაირამფაშა/სტამბული ფილიალის მენეჯერი (2014-2017);
- საცალო საბანკო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი (2017-2019);
- შიშლი/სტამბული კომერციული ფილიალის მენეჯერი (2019-2022).
ბატონი ჰ.ემრე ილმაზ 2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა სს იშბანკი საქართველოს გენერალური დირექტორისა და ქვეყნის მენეჯერის პოზიციაზე.
ის ასევე მუშაობდა საბჭოს წევრად შემდეგ ორგანიზაციებში:
- Arap-Turk ბანკი (A&T Bank) (2011-2014);
- საპენსიო და სადაზღვევო კომპანია Anadolu Hayat (2017-2019);
- იშ ბანკის მენეჯერთა საბჭო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაში (2017-2019);
- Arap-Turk ბანკი (A&T Bank) (2022-2023).
ბატონი ჰ. ემრე ილმაზი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას.

სს თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის დირექტორი (2012-2015)
ბარიშ სარიიბრაჰიმი დაიბადა 1974 წელს თურქეთის ქალაქ რიზეში. დაამთავრა ანადოლუს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის საჯარო მმართველობის მიმართულება. 1993 წელს დაიწყო კარიერა კლერკის პოზიციაზე სტამბოლის IMES სამრეწველო ფილიალში. 1998 წელს დაინიშნა ოფიცრად სულთანჰამამის ფილიალში (სტამბოლი), ხოლო 2004 წელს გახდა მეორე მენეჯერი უნკაფანის ფილიალში.
2006 წელს დაინიშნა მეორე მენეჯერად ბაირამფაშას ფილიალში (სტამბოლი), 2007 წელს — მენეჯერად ჩარშამბას ფილიალში (სამსუნი), ხოლო 2009 წელს — სტამბოლის ქადიქოის რეგიონალური მენეჯერის მოადგილედ საცალო საბანკო გაყიდვების განყოფილებაში.
2012 წელს დაინიშნა სს თურქეთის იშ ბანკის ბათუმის ფილიალის დირექტორად. 2015 წელს დაინიშნა თუზლა (სტამბოლი) კომერციული ფილიალის მენეჯერად 2018 წელს — რეგიონალური გაყიდვების მენეჯერად სტამბოლი-ბაქირქოის რეგიონში, ხოლო 2019 წელს — სტამბოლი-ქადიქოის რეგიონში.
2024 წლის 29 აპრილს ბარიშ სარითიბრაჰიმი დაინიშნა გებზეს ორგანიზებული სამრეწველო ზონის დირექტორად (ქოჯაელი).
ბატონი სარიიბრაჰიმი დაქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი.
გენერალური დირექტორი (2016-2022)
ბატონი ოზან გური 1976 წლის 30 მაისს თურქეთის დედაქალაქ- ანკარაში დაიბადა. მან დაამთავრა შრომის ეკონომიკისა და ურთიერთობების ფაკულტეტი ანკარის უნივერსიტეტში, ხოლო მოგვიანებით მოიპოვა მაგისტრის დიპლომი სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
ბატონი ოზან გურის კარიერა თურქეთის იშბანკში 1999 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად, ბატონი გური შიდა აუდიტორის პოზიციაზე მუშაობდა, სადაც მან თითქმის 9 წელი დაჰყო. ამის შემდეგ, ბატონმა გურმა გაყიდვების მიმართულებით გააგრძელა მუშაობა. 2008 წელს ის გადავიდა საცალო დაკრედიტების დეპარტამენტში, თავდაპირველად როგორც დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდგომ როგორც პროექტის მენეჯერი. ბატონ გური მუშაობდა ასევე საბარათე გადახდების სისტემებში და ანდერაითინგის დეპარტამენტში. 2014 წელს იგი მოსკოვში, „იშბანკ რუსეთში“ გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა საცალო დაკრედიტების დეპარტამენტს.
2016 წლიდან 2022 წლამდე ბატონი ოზან გური სს „იშბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე იყო დანიშნული.
ის სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას.

გენერალური დირექტორის მოადგილე (2019-2024)
ბატონი ჰაქან ქურალ დაიბადა 1983 წლის 19 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანტალიაში.
ბატონი ჰაქან ქურალ ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს ეკონომეტრიკის მიმართულებით. ასევე ამჟამად არის დოქტორანტი ქ.ანტალიის აქდენიზის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ინსტიტუტის ეკონომეტრიკის კათედრაზე.
ბატონ ჰაქან ქურალს აქვს 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება თურქეთის იშბანკში. ბატონმა ქურალმა საბანკო კარიერა დაიწყო 2006 წელს კორპორატიული საბანკო მარკეტინგის სპეციალისტის თანაშემწის პოზიციაზე თურქეთის იშბანკის აქდენიზის კორპორატიულ ფილიალში, სადაც 2011 წელს დაწინაურდა კორპორატიული საბანკო მარკეტინგის სპეციალისტად.
2017 წელს იგი გახდა ამავე ფილიალის დირექტორის მოადგილე.
სს „იშბანკი საქართველო“-ს გუნდს ბატონი ქურალ 2019 წელს შემოუერთდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. 2019 წლის ივლისიდან იყო „იშბანკი საქართველო“-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.
ის სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას.