სს ,,იშბანკი საქართველო“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჩვენი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის უზრუნველყოფას. სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად, ეს საკითხი ჩვენი ბანკის სამართლებრივი ვალდებულებაა და ამავდროულად, სენსიტიურობის კუთხით ბანკისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენი მიდგომის გათვალისწინებით, რომელიც მოიაზრებს ჩვენი კლიენტების ინფორმაციის დაცვისადმი მაქსიმალურ ყურადღებასა და კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებას, ბანკმა ამ საკითხზე დეტალური რეგულაციები მოამზადა და აამოქმედა ჩვენი საქმიანობის მანძილზე მომხმარებელთა ინფორმაციის დაცვის პრინციპი. გარდა ამისა, ჩვენ მოვამზადეთ პროცედურები, რომლითაც უზრუნველყოფილია ყველა ჩვენი თანამშრომლის მხრიდან ამ საკითხისადმი სენსიტიურობის გამოვლინების უმაღლესი დონე.
უპირველესად, მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხოლო მოგვიანებით მათ უკეთეს ონლაინ და საბანკო მომსახურებას შევთავაზებთ. ასევე, ჩვენი ბანკის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ ჯეროვან ზომებს თქვენს პირადი მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით.
ინფორმაცია, მათ შორის, ჩვენი კლიენტების კუთვნილი პერსონალური მონაცემები, არ ექვემდებარება გაზიარებას და არც მესამე მხარეს გადაეცემა კლიენტის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იურიდიული პირები ან მარეგულირებელი ორგანოები მოითხოვენ ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენი ბანკი უზრუნველყოფს, რათა ჩვენი მხარდამჭერი სერვის პროვაიდერები მუდამ ემორჩილებოდნენ ჩვენი ბანკის კონფიდენციალურობის სტანდარტებს და მოთხოვნებს.
შესაბამისად, ჩვენი ძირითადი მიდგომა გამოიხატება ბანკისადმი და ჩვენი მომხმარებლებისადმი კუთვნილი ყველა ინფორმაციის დაცვაში, არასანქცირებული დაშვებისაგან, ცრუ გამოყენების და შეცვლის, კოროზიისა და თუ განადგურებისგან.
ჩვენი ბანკისთვის თქვენი პირადი ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტა და ა.შ.) გაზიარებისას, ეს ინფორმაცია გამოყენებულ იქნება მხოლოდ იმ სერვისების განსახორციელებლად, რომელთაც თქვენ ითხოვთ, კომუნიკაციისა და თქვენი კონტრაქტების (ოპერაციისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ) განახლებისთვის. თქვენი მონაცემები არ იქნება გაზიარებული მესამე მხარეთა მიმართ თქვენი თანხმობის გარეშე. ამასთან, ჩვენი ბანკი ვალდებულია გაუზიაროს გარკვეულ მესამე მხარეს ინფორმაცია თქვენი თანხმობის გარეშეც, თუკი ამას კანონი მოითხოვს. ჩვენ შეგვიძლია დაგიკავშირდეთ მარკეტინგის, საბანკო, სადაზღვევო და დაფინანსების პროდუქციის შეთავაზების მიზნით, თუ თქვენ ჩვენს დამტკიცებულ მონაცემთა ბაზაში ირიცხებით. თქვენ გაქვთ უფლება გააუქმოთ თქვენი დასტური, როდესაც არ გსურთ ჩვენი ბანკისგან ელექტრონული კომუნიკაციების მიღება.
ჩვენი ბანკი იტოვებს უფლებას შეცვალოს ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ყველაზე განახლებული ვერსიასთან შესაბამისობაში მოსვლის მიზნით – კლიენტებისა და ვიზიტორების წინასწარი გაფრთხილების გარეშე. წინამდებარე პოლიტიკაში ბოლო ცვლილებები განიცადა 16.07.2018 წელს.