კიბერუსაფრთხოება
კიბერუსაფრთხოება არის სისტემების, ქსელების, აპლიკაციებისა და ინტერნეტ მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის დაცვის პრაქტიკა კიბერთაღლითების თავდასხმებისგან. დღესდღეობით, კიბერდანაშაულის მზარდი რისკის გათვალისწინებით, ინფორმაციის ფლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით ყველა ჩვენს მომხმარებელს ვთხოვთ ყურადღება მიაქციონ კიბერუსაფრთხოების საკითხებს.
რა არის ფიშინგი?
ფიშინგი კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმაა, რომელიც ხორციელდება კიბერთაღლითების მიერ შეტყობინებების გაგზავნის გზით ცნობილი რეალური ორგანიზაციის სახელით ან ლოგოთი.კიბერ-დამნაშავეების მიზანია დაეუფლონ ინტერნეტმომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს (პაროლი, საბარათე მონაცემები და სხვა). ფიშინგი ჩვეულებრივ ხორციელდება ელექტრონული ფოსტით.
ნაბიჯები ფიშინგისგან დასაცავად:
პერსონალური მონაცემების დაცვა:
- არასოდეს გააზიაროთ თქვენი ბარათის ნომერი, PIN კოდი, CVV კოდი, ინტერნეტ/მობილ ბანკის პაროლი
- არასოდეს გაუგზავნოთ მესამე პირს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ასახავს პერსონალურ ინფორმაციას , არ გააზიაროთ ისინი საჯარო პლატფორმებზე, როგორიცაა სოციალური მედია და ა.შ.;
- არასოდეს შეავსოთ პერსონალური მონაცემები დაუცველ/საეჭვო ვებ-გვერდებზე, დარწმუნდით რომ იმყოფებით სწორ მისამართზე;
- დარწმუნდით, რომ თქვენი PIN-ის და პაროლის უსაფრთხოების დონე მაღალია. არ აირჩიოთ PIN, რომელიც შეესაბამება თქვენს განსაკუთრებულ თარიღებს, ტელეფონის ნომერს, თქვენი საყვარელი გუნდის დაბადების დღეს ან დაარსების წელს, ბავშვების სახელებს და ა.შ., რომელთა გარკვევა ადვილია.
სპამი ელფოსტა:
- სს იშბანკ საქართველო არასოდეს მოგთხოვთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ან ბარათის PIN-ს ელექტრონული ფოსტით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პაროლი მოგეთხოვებათ სატელეფონო საუბრისას, წერილობით ან IVR-ის საშუალებით, არასოდეს გასცეთ პირადი ინფორმაცია და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ბანკს (+995 32 244 22 44) ნომერზე.
- სს იშბანკი საქართველო აგზავნის მხოლოდ საინფორმაციო ტიპის მეილებს და არასდროს მოგთხოვთ საბანკო დეტალების გაზიარებას. თუ თქვენ მიიღებთ მსგავსი შინაარსის მეილს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით
- ყურადღებით შეამოწმეთ მიღებული ელექტრონული ფოსტის მისამართი, დარწმუნდით, რომ იცნობთ გამომგზავნს, გადაამოწმეთ გამომგზავნის მეილი მთავრდება თუ არა ის ''@isbank.ge''-ით.
თქვენი კომპიუტერის უსაფრთხოება
- დარწმუნდით, რომ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერები განახლებულია;
- განახლებული ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანია სწრაფი და უსაფრთხო გამოყენების თვალსაზრისით. საეჭვო პროგრამები ხშირად იყენებენ მოძველებულ ოპერაციულ სისტემებსა და ინტერნეტ ბრაუზერებში არსებულ ხარვეზებს;
- აუცილებელია განახლდეს თქვენი ოპერაციული სისტემა, სწრაფი და უსაფრთხო ონლაინ საბანკო ტრანზაქციებისთვის. საეჭვო პროგრამები ხშირად იყენებენ ხარვეზებს მოძველებულ OS-ში, ბრაუზერში და/ან მესამე მხარის აპლიკაციებში (როგორიცაა Adobe Flash, Java და ა.შ.). განახლებები და უახლესი ვერსიები აუმჯობესებს სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
საბანკო ბარათის დაცვა
- დარწმუნდით, რომ თქვენი ბარათის PIN-ის უსაფრთხოების დონე მაღალია. დარწმუნდით, რომ თქვენი ბარათის PIN არ შეიცავს ნომრებს, როგორიცაა დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი და ა.შ., რაც ადვილი გამოსაცნობია. თუ თქვენი ამჟამინდელი PIN-ის გამოცნობა ადვილია, გირჩევთ შეცვალოთ ის ფილიალში ან ბანკის ბანკომატის მეშვეობით.
- მოერიდეთ თქვენი საბანკო ბარათის PIN-ის და ინფორმაციის გაზიარებას
- არ გაუმჟღავნოთ თქვენი ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა და უსაფრთხოების კოდი(CVV) მესამე პირებს; ყოველთვის შეამოწმეთ საიტების უსაფრთხოება ონლაინ შესყიდვისას.
- არ გაუმჟღავნოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია , მათ შორის ბანკის პერსონალს. გაითვალისწინეთ, რომ სს იშბანკი საქართველო არასოდეს მოგთხოვთ ბარათის ინფორმაციას .
- გთხოვთ
დამატებითი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ბარათის 3D უსაფრთხოების სერვისით.
რა არის 3D უსაფრთხოება?
3D უსაფრთხოება არის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც შემუშავებულია მსოფლიოს უმსხვილესი ბარათების პროვაიდერების Visa-სა და MasterCard-ის მიერ. უსაფრთხოების ეს პროტოკოლი, რომელიც ინტერნეტით შოპინგის საშუალებას იძლევა, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა.
გთხოვთ, იხილოთ 3D უსაფრთხოების სახელმძღვანელო.
დაგვიკავშირდით
- ბარათის დაკარგვის ან რაიმე საეჭვო საკითხის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ:
- ტელეფონი: +995 (0 32) 2 442 244
- ეწვიეთ ბანკს
- გამოგვიგზავნეთ ელ.წერილი მისამართზე: info@isbank.ge