29
Oct
კიბერუსაფრთხოების ზომები

გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს სხვადასხვა კომერციული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ უცნობი პირები და მოსთხოვეს მათი პერსონალური და საბანკო მონაცემების გაზიარება. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფრთხილებთ, რომ სს იშბანკი საქართველო თავისი მომხმარებლისგან არ ითხოვს პერსონალური და საბანკო მონაცემების გაზიარებას საკომუნიკაციო არხების (ტელეფონი, ელ-ფოსტა, სმს შეტყობინება) საშუალებით და მოგიწოდებთ, რომ არ გაუზიაროთ ისინი მესამე პირებს.