14
Dec
მოთხოვნები საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშრებით

იშბანკი საქართველოს შიდა პოლიტიკით დაუშვებელია: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, რაც ასევე გულისხმობს ამავე ქვეყნის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებას, ან იმგვარ ტვირთებთან/გადაზიდვებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას, სადაც საქონლის წარმოშობის ან ტრანსპორტირების ქვეყანა არის ირანი.

ბანკი იტოვებს უფლებას ზემოაღნიშნული ტრანზაქციის გამოვლენის შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები.

 

გაცნობებთ, რომ ბანკი უფლებამოსილია, თანხის ოდენობის მიუხედავად, სავალუტო ოპერაციის შესასრულებლად მოითხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • ინვოისი/ხელშეკრულება;
  • საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მწარმოებელი ქვეყანა;
  • საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტი.

 

დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულოა ნებისმიერი სავალუტო გადარიცხვის შემთხვევაში, თუ მიმღები ბანკის ქვეყანა არის:

ჩინეთი - CHINA – CN, სინგაპური - Singapore – SG, ინდოეთი - INDIA – IN, ჰონგ კონგი - HONG KONG – HK, ერაყი - Iraq – IQ, პაკისტანი - Pakistan – PK, მალაიზია - Malaysia – MY, ინდონეზია - Indonesia – ID, ფილიპინი - Philippines –PH, სამხრეთ კორეა - South Korea – KR, ტაივანი - Taiwan- TW, არაბთა გაერთიანებული საამიროები - United Arab Emirates – AE, თურქეთი -Turkey - TR, სომხეთი - Armenia - AM, აზერბაიჯანი - Azerbaijan - AZ.

 

ტრანსპორტირების დოკუმენტში იგულისხმება მიმდინარე ტრანზაქციასთან დაკავშირებული სატრანსპორტო დოკუმენტები, როგორებიცაა:

- MBL ‒ საზღვაო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

- CMR ‒ საავტომობილო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

- RWB ‒ სარკინიგზო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

- MAWB ‒ საჰაერო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

 

ინვოისი / ხელშეკრულება და ტრანსპორტირების დოკუმენტი შესაბამისობაში უნდა იყოს ერთმანეთთან, კერძოდ: ორივე დოკუმენტში უნდა ფიქსირდებოდეს იდენტური მიმღები/ მყიდველი, გამგზავნი/გამყიდველი თუ ამ ორ დოკუმენტზე ფიქსირდება განსხვავებული მხარეები, სავალდებულოა HBL / FBL / HAWB ‒ გადაზიდვის შიდა ტრანსპორტირების დოკუმენტის ‒ ფორვარდერის შიდა კონოსამენტის წარმოდგენა.