სიახლეები
|
· 6.1 მილიონი ევროს სესხი მოახდენს CO2-ის შემცირებას, რაც ერთი წლის განმავლობაში 127 სახლის ელექტროენერგიით მომარაგების ექვივალენტურია. |
|
ლუქსემბურგი და თბილისი, 24 დეკემბერი, 2021 წელი - მწვანე ზრდის ფონდმა (GGF) იშბანკ საქართველოს 6.1 მილიონი ევროს ოდენობის ხუთწლიანი სესხი გამოუყო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინვესტიციების განვითარებას, ადგილობრივი ეკონომიკის დეკარბონიზაციასა და სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლას შეუწყობს ხელს. ფონდის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობით კი მოხდება შესაბამისი უნარების გაძლიერება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ინვესტიციის ეფექტიანობას. ახალი ინვესტიცია ხელს შეუწყობს იშბანკ საქართველოს, გაზარდოს მწვანე დაფინანსება ქვეყანაში, კერძოდ, მოზიდული სახსრები მიმართოს ისეთი პროექტების დაფინანსებისკენ რომლებიც ენერგო და რესურს-ეფექტურია. აღნიშნული რესურსი საშუალებას მისცემს ბანკს, შესთავაზოს სესხები იმ კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც, მაგალითად ენერგოეფექტური საცხოვრებელი შენობების აშენებას, ან მზის პანელების სისტემის დამონტაჟებას გეგმავენ. მოსალოდნელია, რომ ინვესტიციების შედეგად წლიურად დაახლოებით 3,700 მგვტ/სთ ოდენობის ენერგო რესურსები დაიზოგება და 700 ტონა CO2-ის ემისიის თავიდან აცილება მოხდება.
GGF-ის საბჭოს თავმჯდომარემ ოლაფ ზიმელკამ იშბანკი საქართველოს ინვესტიციის შესახებ განაცხადა: „GGF მოხარულია ითანამშრომლოს იშბანკ საქართველოსთან, რადგან ისინი ამჟღავნებენ დიდ პოტენციალს მწვანე ენერგიის ინიციატივების დაფინანსებაში. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია საქართველოსთვის, რათა მომავალში ის აღარ იყოს დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე და ჩვენ სავსებით გვჯერა ბანკის შესაძლებლობის - საუკეთესოდ გამოიყენოს ეს ინვესტიცია და მოუთმენლად ველით ამ პარტნიორობის სისრულეში მოყვანას“. იშბანკ საქართველოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰაქან ქურალმა განაცხადა: „ჩვენ ვამაყობთ GGF-თან პარტნიორობით - ხელი მოვაწერეთ პირველ სასესხო ხელშეკრულებას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პროექტების დასაფინანსებლად. 6.1 მილიონი ევროს გრძელვადიანი დაფინანსება ხელს შეგვიწყობს გავაფართოვოთ ადგილობრივი კორპორაციების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და შინამეურნეობების დაფინანსება. ამგვარად, ჩვენ, ერთის მხრივ, გავზრდით „მწვანე ფინანსებზე“ ხელმისაწვდომობას, მეორე მხრივ კი ხელს შევუწყობთ პირველადი ენერგიის დაზოგვას“.
მწვანე ზრდის ფონდის (GGF) შესახებ
ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) ინვესტირებას ახორციელებს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვას, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ფონდის მიზნობრივი ინვესტიციები მიმართლია ენერგო რესურსების დაზოგვაზე, CO2 -ის ემისიის შემცირებაზე, და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. ფონდი აღნიშნულ ინვესტიციებს ახორციელებს პირდაპირ, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებით, ან არაპირდაპირ, შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით. GGF-ის ტექნიკური დახმარების მექანიზმი მაქსიმალურად ზრდის ფონდის ინვესტიციების ეფექტიანობას, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებში პოტენციალის შექმნით. GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინიციატივით, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), ჰოლანდიური განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS) და შვედეთის ეკლესიას. GGF-ის მრჩეველია Finance in Motion GmbH, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი აქტივების მმართველი კომპანიაა და 2.6 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის აქტივებს მართავს. ტექნიკურ კონსულტაციებს კი MACS Management and Consulting Services GmbH უზრუნველყოფს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ggf.lu ან გამოგვყევით ტვიტერზე: @GreenGrowthFund.
სს იშბანკი საქართველოს შესახებ
სს იშბანკი საქართველო საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და თურქეთის უმსხვილესი კერძო საბანკო ჯგუფის - იშბანკის შვილობილი კომპანიაა. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით თურქეთის იშბანკის აქტივები, 76 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკი 1,182 ადგილობრივი და 22 უცხოური ფილიალითაა წარმოდგენილი 5 ქვეყანაში, გარდა ამისა, შვილობილი ბანკებით და წარმომადგენლობითი ოფისებით - კიდევ 6 ქვეყანაში. იშბანკი საქართველო კორპორატიულ, მცირე და საშუალო საწარმოებს და საცალო სეგმენტის კლიენტებს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს საქართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.isbank.ge.
მედია კონტაქტი - GGF მერლე რუმერი მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი ტელ: +49 (0)69 271 035-171 Email: press@ggf.lu
|
მედია კონტაქტი - იშბანკი საქართველო
ხატია ბაბუხადია
საფინანსო ინსტიტუტების სამმართველოს უფროსი
ტელ: +995 32 2442244
Email: isge.fi@isbank.ge
გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს სხვადასხვა კომერციული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ უცნობი პირები და მოსთხოვეს მათი პერსონალური და საბანკო მონაცემების გაზიარება. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფრთხილებთ, რომ სს იშბანკი საქართველო თავისი მომხმარებლისგან არ ითხოვს პერსონალური და საბანკო მონაცემების გაზიარებას საკომუნიკაციო არხების (ტელეფონი, ელ-ფოსტა, სმს შეტყობინება) საშუალებით და მოგიწოდებთ, რომ არ გაუზიაროთ ისინი მესამე პირებს.
გაცნობებთ, რომ 2021 წლის 19 აპრილიდან იცვლება იშბანკი საქართველოს უცხოური ვალუტის გადარიცხვის ტარიფები. კერძოდ:
- თანხის გადარიცხვა სხვა ბანკებში (აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი სტერლინგი)
გარანტირებული: 0.2%, მინ. 40 აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი, მაქს. 500
არაგარანტირებული: 0.2%, მინ. 20 აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი, მაქს. 500
- თანხის გადარიცხვა სხვა ბანკებში (თურქული ლირა)
0.6%, მინ.120 თურქული ლირა
- გადარიცხვაში შესწორების შეტანა/მოკვლევა/გაუქმება
55 აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი/თურქული ლირა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 322 44 22 44, ან ეწვიეთ ჩვენს ფილიალებს.
თბილისი, საქართველო, 17 სექტემბერი, 2020—ახალი თანამშრომლობა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, და „იშბანკ საქართველომ“ გააფორმეს, მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას მისცემს საქართველოში სამუშაო ადგილები შექმნას. ეს თანამშრომლობა ნაწილია იმ ძალისხმევისა, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაადვილებას ისახავს მიზნად.
გაცნობებთ, რომ 2020 წლის 1 აპრილიდან იშბანკი საქართველოს საოპერაციო ტარიფებს ემატება შემდეგი საკომისიოები:
- ანგარიშების მომსახურების საკომისიო
მომსახურების საკომისიო, მიუხედავად კლიენტის სახელზე არსებული ანგარიშების რაოდენობისა, იქნება თვეში 1 ლარი.
- არააქტიური ანგარიშების მომსახურების საკომისიო
თუ კლიენტს არცერთ ანგარიშზე არ აქვს ბრუნვა ბოლო 12 თვის განმავლობაში, მას, ანგარიშ(ებ)ზე არსებული ნაშთის სრულ განულებამდე ჩამოეჭრება უმოძრაო ანგარიშის საკომისიო, რომელიც შეადგენს თვეში 20 ლარს.
- გადარიცხვები აშშ დოლარში
ანგარიშზე შემოტანილი აშშ დოლარის გადარიცხვა შემოტანიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში:
- იშბანკი თურქეთის ფილიალებში: 0.15% +10 აშშ დოლარი;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 44 22 44 ან ეწვიეთ ჩვენს ფილიალებს.
ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ:
სს “იშბანკი საქართველო” შეაგროვებს/დაამუშავებს თქვენ/თქვენი კომპანიის/ორგანიზაციის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები). მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
ასევე გაცნობებთ, რომ 2019 წლის 01 იანვრიდან ბანკი ხელმძღვანელობს საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების დებულებებით.