10
May
ცვლილება საოპერაციო ტარიფებში
See More
31
Mar
ცვლილება საოპერაციო ტარიფებში

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 1 მაისიდან იცვლება ბანკის საოპერაციო ტარიფები, კერძოდ:

See More
10
Mar
დისტანციური გადახდები
ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ უკეთესი მომსახურების მიზნით 2023 წლის 10 აპრილიდან დროებით ვაჩერებთ დისტანციური გადახდების სერვისს ინტერნეტ და მობაილ ბანკინგის არხებში. აღნიშნულ არხებში ხელმისაწვდომი სხვა დანარჩენი ოპერაცია რჩება უცვლელი. 

ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ბევრ სიახლეს.

პატივისცემით,
სს იშბანკი საქართველო




Değerli müşterimiz,

Sizlere daha iyi hizmet verebilmek için 10 Nisan 2023 tarihinden itibaren Bankamızın İnternet ve Mobil Bankacılık platformlarında mevcut fatura ödemeleri servisi geçici olarak kullanıma kapatılacaktır. Bahsi geçen platformlar vasıtasıyla sunulan diğer servislerde herhangi bir değişiklik söz konusu değildir.

Yüksek kaliteli ve yenilenmiş ürünler ile en yakın sürede sizlere tekrar hizmet vermeyi umut ediyoruz.

Saygılarımızla,
JSC Isbank Georgia



Dear Customers,

Please be advised that, as of 10 April 2023, the current utilities payments service on our Bank's Internet and Mobile Banking platforms will be temporarily suspended in order to better serve you. There is no change in other services offered through the aforementioned platforms.

We hope to serve you again soon with high quality and renewed products.

Sincerely,
JSC Isbank Georgia






See More
23
Feb
ცვლილება საოპერაციო ტარიფებში

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 1 მარტიდან იცვლება ლარი გადარიცხვის ტარიფი:

 

  • ლარის გადარიცხვა სხვა ბანკებში, ფილიალიდან
    0.07%, მინ. 1 ლარი, მაქს. 200 ლარი
  • ლარის გადარიცხვა სხვა ბანკებში, დისტანციური არხებიდან
    0.07%, მინ. 1 ლარი, მაქს. 100 ლარი
See More
12
Jan
პლასტიკური ბარათები
გაცნობებთ, რომ უკეთესი მომსახურების მიზნით 2023 წლის 1 თებერვლიდან დროებით ვაჩერებთ პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებულ საქმიანობას.
See More
14
Dec
მოთხოვნები საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშრებით

იშბანკი საქართველოს შიდა პოლიტიკით დაუშვებელია: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, რაც ასევე გულისხმობს ამავე ქვეყნის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებას, ან იმგვარ ტვირთებთან/გადაზიდვებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას, სადაც საქონლის წარმოშობის ან ტრანსპორტირების ქვეყანა არის ირანი.

ბანკი იტოვებს უფლებას ზემოაღნიშნული ტრანზაქციის გამოვლენის შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები.

 

გაცნობებთ, რომ ბანკი უფლებამოსილია, თანხის ოდენობის მიუხედავად, სავალუტო ოპერაციის შესასრულებლად მოითხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • ინვოისი/ხელშეკრულება;
  • საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დგინდება მწარმოებელი ქვეყანა;
  • საქონლის ტრანსპორტირების დოკუმენტი.

 

დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულოა ნებისმიერი სავალუტო გადარიცხვის შემთხვევაში, თუ მიმღები ბანკის ქვეყანა არის:

ჩინეთი - CHINA – CN, სინგაპური - Singapore – SG, ინდოეთი - INDIA – IN, ჰონგ კონგი - HONG KONG – HK, ერაყი - Iraq – IQ, პაკისტანი - Pakistan – PK, მალაიზია - Malaysia – MY, ინდონეზია - Indonesia – ID, ფილიპინი - Philippines –PH, სამხრეთ კორეა - South Korea – KR, ტაივანი - Taiwan- TW, არაბთა გაერთიანებული საამიროები - United Arab Emirates – AE, თურქეთი -Turkey - TR, სომხეთი - Armenia - AM, აზერბაიჯანი - Azerbaijan - AZ.

 

ტრანსპორტირების დოკუმენტში იგულისხმება მიმდინარე ტრანზაქციასთან დაკავშირებული სატრანსპორტო დოკუმენტები, როგორებიცაა:

- MBL ‒ საზღვაო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

- CMR ‒ საავტომობილო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

- RWB ‒ სარკინიგზო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

- MAWB ‒ საჰაერო გადაზიდვის სატრანსპორტო დოკუმენტი

 

ინვოისი / ხელშეკრულება და ტრანსპორტირების დოკუმენტი შესაბამისობაში უნდა იყოს ერთმანეთთან, კერძოდ: ორივე დოკუმენტში უნდა ფიქსირდებოდეს იდენტური მიმღები/ მყიდველი, გამგზავნი/გამყიდველი თუ ამ ორ დოკუმენტზე ფიქსირდება განსხვავებული მხარეები, სავალდებულოა HBL / FBL / HAWB ‒ გადაზიდვის შიდა ტრანსპორტირების დოკუმენტის ‒ ფორვარდერის შიდა კონოსამენტის წარმოდგენა.

See More
01
Jul
ცვლილება საოპერაციო ტარიფებში

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 1 აგვისტოდან იცვლება თურქული ლირის გადარიცხვის ტარიფები:

 

გადარიცხვა იშბანკი თურქეთში

  • ფილიალიდან - 80 თურქული ლირა
  • ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან: 50 თურქული ლირა

 

გადარიცხვა ნებისმიერ სხვა ბანკში:

  • 6%, მინ. 250 თურქული ლირა
  • გადარიცხვაში შესწორების შეტანა/მოკვლევა/გაუქმება: 400 თურქული ლირა
See More
01
Mar
განცხადება
გაცნობებთ, რომ ჩვენს ბანკსა და ბანკთან დაკავშირებულ დაწესებულებებს არ აქვთ რაიმე ტიპის კავშირი იმ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომლებიც ნახსენებია სიახლეებში გაერთიანებული  სამეფოს მიერ სანქცირებულ 5 რუსულ ბანკთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ მათგანს აქვს მსგავსი საბანკო სახელწოდება.
See More
13
Oct
ცვლილება საოპერაციო ტარიფებში

ცვლილება საოპერაციო ტარიფებში

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 30 იანვრიდან იცვლება სს იშბანკი საქართველოს საოპერაციო ტარიფები თურქულ ლირაში განხორციელებულ გადარიცხვებზე  როგორც ბანკის ფილიალიდან, ისე ციფრული არხებით.

 

See More
24
Dec
მწვანე ზრდის ფონდი (GGF) და იშბანკი საქართველო აერთიანებენ ძალებს მწვანე ინვესტიციების გასაზრდელად

·  6.1 მილიონი ევროს სესხი მოახდენს CO2-ის შემცირებას, რაც ერთი წლის განმავლობაში 127 სახლის ელექტროენერგიით მომარაგების ექვივალენტურია.

ლუქსემბურგი და თბილისი, 24 დეკემბერი, 2021 წელი - მწვანე ზრდის ფონდმა  (GGF) იშბანკ საქართველოს 6.1 მილიონი ევროს ოდენობის ხუთწლიანი სესხი გამოუყო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინვესტიციების განვითარებას, ადგილობრივი ეკონომიკის დეკარბონიზაციასა და სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლას შეუწყობს ხელს. ფონდის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობით კი მოხდება შესაბამისი უნარების გაძლიერება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ინვესტიციის ეფექტიანობას.

ახალი ინვესტიცია ხელს შეუწყობს იშბანკ საქართველოს, გაზარდოს მწვანე დაფინანსება ქვეყანაში, კერძოდ, მოზიდული სახსრები მიმართოს ისეთი პროექტების დაფინანსებისკენ რომლებიც ენერგო და რესურს-ეფექტურია. აღნიშნული რესურსი საშუალებას მისცემს ბანკს, შესთავაზოს სესხები  იმ კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც, მაგალითად ენერგოეფექტური საცხოვრებელი შენობების აშენებას, ან მზის პანელების სისტემის დამონტაჟებას გეგმავენ. მოსალოდნელია, რომ ინვესტიციების შედეგად წლიურად დაახლოებით 3,700 მგვტ/სთ ოდენობის ენერგო რესურსები დაიზოგება და 700 ტონა CO2-ის ემისიის თავიდან აცილება მოხდება.

 

GGF-ის საბჭოს თავმჯდომარემ ოლაფ ზიმელკამ იშბანკი საქართველოს ინვესტიციის შესახებ  განაცხადა: „GGF მოხარულია ითანამშრომლოს იშბანკ საქართველოსთან, რადგან ისინი ამჟღავნებენ დიდ პოტენციალს მწვანე ენერგიის ინიციატივების დაფინანსებაში. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გადამწყვეტია საქართველოსთვის, რათა მომავალში ის აღარ იყოს დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე და ჩვენ სავსებით გვჯერა ბანკის შესაძლებლობის - საუკეთესოდ გამოიყენოს ეს ინვესტიცია და მოუთმენლად ველით ამ პარტნიორობის სისრულეში მოყვანას“.

იშბანკ საქართველოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰაქან ქურალმა განაცხადა: „ჩვენ ვამაყობთ GGF-თან პარტნიორობით - ხელი მოვაწერეთ პირველ სასესხო ხელშეკრულებას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პროექტების დასაფინანსებლად. 6.1 მილიონი ევროს გრძელვადიანი დაფინანსება ხელს შეგვიწყობს გავაფართოვოთ ადგილობრივი კორპორაციების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და შინამეურნეობების დაფინანსება. ამგვარად, ჩვენ, ერთის მხრივ, გავზრდით „მწვანე ფინანსებზე“ ხელმისაწვდომობას, მეორე მხრივ კი ხელს შევუწყობთ პირველადი ენერგიის დაზოგვას“.

 

მწვანე ზრდის ფონდი (GGF) შესახებ

 

ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) ინვესტირებას ახორციელებს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვას, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ფონდის მიზნობრივი ინვესტიციები მიმართლია ენერგო რესურსების დაზოგვაზე, CO2 -ის ემისიის შემცირებაზე, და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. ფონდი აღნიშნულ ინვესტიციებს ახორციელებს პირდაპირ, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებით, ან არაპირდაპირ, შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით. GGF-ის ტექნიკური დახმარების მექანიზმი მაქსიმალურად ზრდის ფონდის ინვესტიციების ეფექტიანობას, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებში პოტენციალის შექმნით.

GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინიციატივით, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი  ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), ჰოლანდიური განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS) და შვედეთის ეკლესიას. GGF-ის მრჩეველია Finance in Motion GmbH, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი აქტივების მმართველი კომპანიაა და 2.6 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის აქტივებს მართავს.  ტექნიკურ კონსულტაციებს კი  MACS Management and Consulting Services GmbH უზრუნველყოფს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ggf.lu ან გამოგვყევით ტვიტერზე: @GreenGrowthFund.

 

 

სს იშბანკი საქართველოს შესახებ

 

სს იშბანკი საქართველო საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და თურქეთის უმსხვილესი კერძო საბანკო ჯგუფის - იშბანკის შვილობილი კომპანიაა. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით თურქეთის იშბანკის აქტივები, 76 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკი 1,182 ადგილობრივი და 22 უცხოური ფილიალითაა წარმოდგენილი 5 ქვეყანაში, გარდა ამისა, შვილობილი ბანკებით და წარმომადგენლობითი ოფისებით - კიდევ 6 ქვეყანაში. იშბანკი საქართველო კორპორატიულ, მცირე და საშუალო საწარმოებს და საცალო სეგმენტის კლიენტებს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს საქართველოში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:  www.isbank.ge.

 

მედია კონტაქტი - GGF

მერლე რუმერი

მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი

ტელ: +49 (0)69 271 035-171

Email: press@ggf.lu

 

მედია კონტაქტი - იშბანკი საქართველო

ხატია ბაბუხადია

საფინანსო ინსტიტუტების სამმართველოს უფროსი

ტელ: +995 32 2442244

Email: isge.fi@isbank.ge

See More