მნიშვნელოვანი სიახლე მობაილ და ინტერნეტ ბანკის პლატფორმების შესახებ

08
Oct
მნიშვნელოვანი სიახლე მობაილ და ინტერნეტ ბანკის პლატფორმების შესახებ
ძვირფასო მომხმარებელო,

გაცნობებთ, რომ სერვისების გაუმჯობესების მიზნით, 2024 წლის 11 ოქტომბერს, 19:00 საათიდან, არსებულ ინტერნეტ და მობაილბანკის პლატფორმებზე დროებით შეგეზღუდებათ წვდომა.
გთხოვთ, 2024 წლის 11 ოქტომბერს, სამუშაო დღის ბოლომდე დარწმუნდეთ, რომ, ორივე პლატფორმაზე ყველა მიმდინარე ტრანზაქცია დასრულებულია.

ინტერნეტ ბანკის ახალ ფლატფორმაზე წვდომა განახლდება 15 ოქტომბრიდან, ხოლო მობაილბანკის გაუმჯობესებული აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება უახლოს ვადაში, რის შესახებაც დამატებით მიიღებთ შეტყობინებას.


პატივისცემით,
სს იშბანკი საქართველო